გაეროს ნარკოტიკული საშუალებების კომისიამ, სამედიცინო მარიხუანა ყველაზე საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს
როგორც გამოცემა წერს, გადაწვეტილებას 53 წევრი ქვეყნიდან 27-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 25 ქვეყანა წინააღმდეგი იყო. უკრაინამ კი თავი შეიკავა.
როგორც კომისიის განცხადებაში წერია, საშიში ნარკოტიკების ჩამონათვალში შედის ნივთიერებები, რომლებიც მკაცრ კონტროლს ექვემდებარება, მაგალითად ჰეროინი. კომისიამ გადაწვეტილება 2019 წლის იანვრის ჯანმოს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო
თუმცა, მარიხუანა დარჩა ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალში, შესაბამისად, მასზე გავრცელდება კონტროლის ყველა ზომა, რაც ნარკოტიკებზე ვრცელდება
აღნიშნულ გადაწვეტილებას გამოეხმაურა, ნარკოტიკების დამოკიდებელი მკვლევარი, კენზი რიბულეტ-ზემოლი, რომელიც გადაწვეტილების მიღებას აკვირდებოდა. მისი თქმით, კანაფს იყენებდნენ მთელი ისტორიის განმავლობაში სამკურნალო მიზნებისთვის და აღნიშნულმა გადაწვეტილებამ აღადგინა ეს სტატუსი.
,,ეს ჩვენთვის უდიდესი, ისტორიული გამარჯვებაა“ – განაცხადა მკვლევარმა.