2025 წლის 24 თებერვალს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უკრაინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს რუსეთის სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან.
რეზოლუცია დამტკიცდა 93 ხმით 18-ის წინააღმდეგ, 65-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ ეს მხარდაჭერა ნაკლებია წინა რეზოლუციებთან შედარებით, რომლებმაც რუსეთის აგრესია დაგმეს და მოითხოვეს უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის გაუქმება.
საქართველოს დელეგაციამ ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო.
ამავე დღეს, შეერთებულმა შტატებმა წარადგინა ალტერნატიული რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა ომის სწრაფ დასრულებას, თუმცა, არ ახსენებდა რუსეთის შეჭრას და არ მოიხსენიებდა რუსეთს აგრესორად, თუმცა, ეს რეზოლუცია ჩავარდა.