გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობაზე უარი თქვას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს
რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ ქალაქის სტატუსთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ბათილია და უნდა გაუქმდეს.
როგორც ცნობილია, რეზოლუციას მხარი 128 ქვეყანამ დაუჭირა, 35-მა თავი შეიკავა, 9 კი წინააღმდეგი წავიდა.
ამავე თემაზე:
აშშ-ს საელჩოსთან აქცია ძალადობაში გადაიზარდა
„ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი დამშვიდდება“_ ისრაელის თავდაცვის მინისტრი
იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის საკითხს პალესტინელები აპროტესტებენ