https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გაეროს კვლევის მიხედვით, პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობა

14:03; 9.03.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების შედეგად, საქართველოში გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა შემოსავლები, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ აღმოჩნდა. ასევე გამოვლინდა ოჯახში ძალადობის ზრდის ნიშნებიც.

პანდემიამ განსხვავებული გავლენა მოახდინა სხვდასხვა სქესის, პროფესიისა თუ ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანებზე. გარდა ამისა, მისი შედეგების სიმძაფრე ასევე განსხვავდება ქვეყნის რეგიონების მიხედვით – ამ მრავალმხრივი ზემოქმედების ანალიზი წარმოდგენილია კომპლექსურ კვლევაში „საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება“, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობების ხელშეწყობით განახორციელა.

„საქართველო ცდილობს გამოვიდეს კრიზისიდან და შეუდგეს უფრო მდგრადი და თანასწორი საზოგადოების მშენებლობას. ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის ყველა ასპექტის შესწავლა და იმის გაცნობიერება, თუ რა გავლენა მოახდინა ამ გლობალურმა და ეროვნულმა კრიზისმა თანასწორობასა და სოციალურ სამართლიანობაზე“, – განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა.   

„პანდემიამ განაპირობა საგანგებო გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა, როგორც პოლიტიკაში, ასევე საჯარო და ბიზნეს სექტორებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილებები ყველას თანაბრად ეხება, მათი ავტორები ხშირ შემთხვევაში კაცები არიან. პანდემიაზე რეაგირების მიზანია კრიზისიდან გამოვიდეთ და უკეთესი სამყარო ავაშენოთ. ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ქალთა წარმომადგენლობა და პოლიტიკური მონაწილეობა სრულად იქნას გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – აღნიშნა შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ თიდესტრომმა.

პანდემიის გენდერული შეფასება განხორციელდა გაეროს სამი სააგენტოს ინიციატივით – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women). საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა ორგანიზაციამ „CRRC საქართველო“ 2020 წლის ოქტომბერში, ხოლო მისი შედეგები შედარებულია გასული წლის მაისში ჩატარებული მსგავსი კვლევის მიგნებებთან.

კვლევის მიზანია პანდემიის გრძელვადიანი შედეგებისა და ზემოქმედების გაცნობიერება და ყველა საპასუხო ქმედებაში გენდერული თანასწორობის გათვალისწინება.

2020 წლის მაისსა და ოქტომბერში ჩატარებული კვლევები პანდემიის მიმდინარეობის ორ სრულიად განსხვავებულ ეტაპს ასახავს. პირველი კვლევა ჩატარდა მკაცრი „ლოქდაუნის“ ფონზე, როდესაც გადაადგილება და კომერციული საქმიანობა რეგულაციებით იყო შეზღუდული, ხოლო კორონავირუსით გამოწვეული სასიკვდილო შემთხვევების რაოდენობა ჯერ კიდევ ერთეულებს ითვლიდა. ამისგან განსხვავებით, ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა რეგულაციების ძირითადი ნაწილის გაუქმებასა და კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას დაემთხვა.

გამოკითხვის პერიოდებს შორის არსებულმა განსხვავებებმა თავი იჩინა მიღებულ შედეგებშიც. ოქტომბერში გამოკითხულთა 13  პროცენტმა თქვა, რომ მათი ოჯახის წევრებმა უკვე გადაიტანეს ან ამჟამად დაავადებულები არიან COVID-19-ით, მაშინ როდესაც მაისში ეს მონაცემი 9 პროცენტით უფრო დაბალი იყო.

ორივე კვლევამ გამოავლინა, რომ პანდემიის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. ოქტომბერში გამოკითხულთა 17 პროცენტმა (დასაქმებული ქალების 20 პროცენტმა და დასაქმებული კაცების 15 პროცენტმა) განაცხადა, რომ დაკარგა სამუშაო, ხოლო 43 პროცენტმა (კაცების 49 პროცენტმა და ქალების 39 პროცენტმა) აღნიშნა, რომ მათი შემოსავალი შემცირდა. ეს მონაცემები თავისთავად საგანგაშოა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაისის მდგომარეობასთან შედარებით, ოქტომბერში გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნეოდა. მაისში, გამოკითხულთა 32 პროცენტი აცხადებდა, რომ დაკარგა სამსახური, ხოლო შემოსავლების შემცირებას მოსახლეობის 82 პროცენტი აღნიშნავდა.

ასევე საყურადღებოა, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, სამსახურისა და შემოსავლის დაკარგვის ალბათობა სამჯერ უფრო მაღალია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლთა შემთხვევაში.

პანდემიის მძიმე ეკონომიკური შედეგების საპასუხოდ, საქართველოს მოსახლეობამ მყისიერ ზომებს მიმართა. გამოკითხულთა 41 პროცენტმა განაცხადა, რომ ოჯახის ფულადი დანაზოგი შემცირებული შემოსავლების შესავსებად დახარჯა, 33 პროცენტმა შეამცირა ჯანმრთელობაზე გამიზნული ხარჯები, 19 პროცენტმა აიღო საბანკო სესხი, 15 პროცენტმა შეამცირა ხარჯები განათლებაზე, ხოლო 7 პროცენტმა დაიწყო პირადი საკუთრების გაყიდვა.

ოქტომბერში, გამოკითხულთა 42 პროცენტმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან ფულადი დახმარება მიიღო, რაც მაისთან შედარებით, 35 პროცენტით მეტია. 13 პროცენტმა ასევე თქვა, რომ სხვადასხვა სახის არაფულადი დახმარებაც მიიღო.

„კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ პანდემია მძიმედ აისახა საქართველოს ეკონომიკაზე. თუმცა, გამოჩნდა ისიც, რომ ეს წნეხი ყველასთვის ერთნაირი არ იყო. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს ამ კრიზისული ვითარებიდან გამოსვლაში, დავიცვათ, როგორც ადამიანის სიცოცხლე, ისე შემოსავლის წყარო, და პასუხი გავცეთ საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას, რომელიც გამოვლინდა ან გაღრმავდა პანდემიის შედეგად“, – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

გაეროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმების მხრივ, ქალები არათანასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან. ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე, ქალთა დაახლოებით ნახევარი ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობად ითვლებოდა, არც დასაქმებული იყო და არც სამსახურს ეძებდა. კაცების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 16 პროცენტს შეადგენდა. ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არაანაზღაურებადი ოჯახური შრომის ტვირთია, რომელსაც საქართველოში ძირითადად ქალები ეწევიან.

პანდემიის დროს, კაცებმაც და ქალებმაც აღნიშნეს, რომ მეტ დროს უთმობდნენ ოჯახურ საქმიანობასა და ბავშვების მოვლას, თუმცა ამ მხრივ იმთავითვე არსებულმა გენდერულმა უთანასწორობამ აქაც იჩინა თავი. ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვის დროს, კაცების 47 პროცენტმა განაცხადა, რომ არასდროს დაულაგებია სახლი,  43 პროცენტმა თქვა, რომ არასდროს გაუკეთებია საჭმელი, ხოლო 33 პროცენტმა დაადასტურა, რომ არასდროს მოუვლია ბავშვებისთვის. საოჯახო საქმის ასეთმა არათანაბარმა განაწილებამ განაპირობა, რომ ბავშვებიანი ქალების უმრავლესობისთვის დატვირთვა კრიტიკულად გაიზარდა, განსაკუთრებით სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში გადასვლის შემდეგ.

ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება პანდემიის კიდევ ერთი მტკივნეული შედეგია. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდის, ხოლო გენდერული განსხვავება აქაც საკმაოდ მაღალია – ქალების 57 პროცენტი და კაცების 40 პროცენტი.

„სამწუხაროდ, პანდემიამ კიდევ უფრო გააუარესა ქალთა მდგომარეობა საქართველოში. სკოლების დახურვამ და ოჯახური საქმიანობის არაპროპორციულმა განაწილებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ქალთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. კაცებთან შედარებით, ქალები უფრო ხშირად ცდილობდნენ შემოსავლების შევსებას ჯანმრთელობაზე გამიზნული ხარჯების შემცირებით. ამის გათვალისწინებით, ქალთა ხელშეწყობა კრიზისული ვითარების დროს დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“, – განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ. 

გაეროს კვლევამ ასევე შეისწავლა, თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის ზრდის შესახებ. გამოკითხულთა 20 პროცენტმა (ქალების 23 პროცენტმა და კაცების 17 პროცენტმა) დაადასტურა, რომ თავად განუცდია ან სმენია ოჯახში ძალადობის მომატებული შემთხვევების თაობაზე. თუმცა, ექსპერტების აზრით, როგორც პანდემიის დაწყებამდე, ისე პანდემიის დროს, საზოგადოებაში არსებული სოციალური სტიგმა მნიშვნელოვნად ამცირებს ქალთა მიმართ ძალადობაზე ღიად საუბრის ალბათობას.

საქართველოს მოსახლეობას კვლავ არასაკმარისი ინფორმაცია აქვს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების მხრივ არსებულ სერვისებზე. ქალთა 40 პროცენტმა იცის ფსიქოლოგიური დახმარების მომსახურებაზე, მაგრამ სამი ქალიდან მხოლოდ ერთს სმენია თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების შესახებ. კაცების შემთხვევაში, ცნობიერება კიდევ უფრო დაბალია. ოჯახური ძალადობის მხრივ არსებულ სერვისებზე ცოტა რამ იციან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა და ადამიანებმა უმაღლესი განათლების გარეშე.

„ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა ჩრდილოვანი პანდემიაა. მასზე დაუყოვნებელი რეაგირება გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ქმედებაში, რომელიც მიმართულია COVID-19-ისა და მისი შედეგების დაძლევაზე“, – აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ საბედაშვილმა. 

გაეროს კვლევა „საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება“ განხორცილდა შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ და ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) ახორციელებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა – რა მიმართულებაზე და რამდენით მოიმატა ფასმა

21:15; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:04; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

სად აშენდება ახალი საბავშვო ბაღები გურიისა და სხვა მუნიციპალიტეტებში

17:40; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

საავტომობილო გზების განცხადება – სად რა სახის ტრანსპორტზეა დაწესებული შეზღუდვა

16:52; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

“უკომენტაროდ”- რა ფოტო ვრცელდება გურიიდან

16:37; 27 იანვარი, 2026

ჩხუბი მოზარდებს შორის მკვლელობით დასრულდა - რა მოხდა პარიზში

გია ვოლსკი - არ მგონია, რომ მელიას გისოსებს მიღმა ყოფნა მომგებიანია მმართველი პარტიისთვის

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა – რა მიმართულებაზე და რამდენით მოიმატა ფასმა

21:15; 27.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:04; 27.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს „მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების“ კურსი დაემატა

18:01; 27.01.2026
საზოგადოება

სად აშენდება ახალი საბავშვო ბაღები გურიისა და სხვა მუნიციპალიტეტებში

17:40; 27.01.2026
საზოგადოება

საავტომობილო გზების განცხადება – სად რა სახის ტრანსპორტზეა დაწესებული შეზღუდვა

16:52; 27.01.2026
საზოგადოება

“უკომენტაროდ”- რა ფოტო ვრცელდება გურიიდან

16:37; 27.01.2026
სპორტი

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა

16:24; 27.01.2026
სპორტი

პიოტრ იანი: ჩემი შემდეგი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ შედგება

16:12; 27.01.2026
სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

16:05; 27.01.2026
სამართალი

და-ძმის ცხედრები იპოვეს

15:21; 27.01.2026
პოლიტიკა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე აღსრულების პროგრესზე კრიტიკული ანგარიში წარუდგინეს

15:12; 27.01.2026
სამართალი

პროკურატურამ უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

14:54; 27.01.2026
ფინანსები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

14:24; 27.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 1 086 000 ლარია გამოყოფილი

14:18; 27.01.2026
სამართალი

რატომ დააკავეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე

14:14; 27.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო