ჟენევაში, გაეროში, ადამიანის უფლებათა მაღალი დონის სესიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვის გამოსვლისას ევროპელმა და ევროპის მოკავშირე ქვეყნების დიპლომატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
დიპლომატებმა აღნიშული ჟესტით უკრაინის მხარდაჭერა გამოხატეს.
საფრანგეთის დელეგაციის მიერ twitte-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ათობით ოფიციალური პირი ტოვებს დარბაზს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სიტყვით ონლაინ, ვიდეოფორმატით ჩაერთო, რადგან დაწესებული სანქციების გამო, ის ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა მაღალი დონის სესიაზე დასასწრებად ვერ გაფრინდა.
[sexy_author_bio]