გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ელჩებს შორის მწვავე შელაპარაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ს ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა თქვა, რომ მობილიზაცია ყველაზე დიდი იყო ევროპას ათწლეულების განმავლობაში.
მისმა რუსმა კოლეგამ აშშ დაადანაშაულა ისტერიის გაღვივებაში და რუსეთის საქმეებში მიუღებელ ჩარევაში.
აშშ და დიდი ბრიტანეთი კი დაჰპირდნენ დამატებით სანქციებს, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში.
გაეროს უშიშროების საბჭოს ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი გეგმავს სამხედრო ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ და რომ მისი ჯარების გაზრდა არ იყო დადასტურებული გაერო-ს მიერ.
მისი თქმით, რუსეთი ხშირად ათავსებს ჯარებს საკუთარ ტერიტორიაზე და ეს არ არის ვაშინგტონის საქმე.