გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა ჰყავს. 1 მაისს, თავმჯდომარე ქვეყნის პოსტზე, როტაციის წესით, რუსეთი შვეიცარიამ შეცვალა.
ის გაეროს უშიშროების საბჭოს 1 თვით უხელმძღვანელებს.
გაეროში შვეიცარიის მუდმივმა წარმომადგენელმა პასკალ ბერისვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობის პერიოდში შვეიცარია იმოქმედებს მისი, როგორც შუამავლის და დიალოგის ხელშემწყობის რეპუტაციიდან გამომდინარე.