“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, გაერთიანებული წყალმომარაგების გურიის სერვისცენტრს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.
ჩვენი ინფორმაციით, ამ პოსტზე, გიორგი ჩხაიძეს დავით ცერცვაძე ჩაანაცვლებს.
ცერცვაძე გაერთიანებული წყალმომარაგების გურიის სერვისცენტრს წლების წინ ხელმძღვანელობდა. 2014 წლიდან დღემდე კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს “სატისის” დირექტორია.
ცერცვაძის დანიშვნის შესახებ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია “გურია ნიუსთან” საუბრისას გაერთიანებული წყალმომარაგების სერვისცენტრის გენერალურმა დირექტორმა ეკა გალდავამც დაუდასტურა.
გალდავამ, ასევე, დაგვიდასტურა ინფორმაცია, რომ კომპანიის გურიის სერვისცენტრში სხვა სტრუქტურული ცვლილებებიც გახორციელდება.