საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ლანჩხუთის სერვისცენტრის ხელმძღვანელი ლევან აფხაზავა გარდაიცვალა.
აფხაზავა რამდენიმე წლის განმავლობაში, ამავე კომპანიაში, გურიის სერვისცენტრს ხელმძღვანელობდა.
მათ თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დატოვა და ლანჩხუთის სერვისცენტრის ხელმძღვანელად საკუთარი სურვილით გადავიდა, რის მიზეზადაც ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
ლევან აფხაზავა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამდე, “ენერგო პრო ჯორჯიას” ლანჩხუთის სერვისცენტრს ხელმძღვანელობდა.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს ლევან აფხაზავას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.