“გურია ნიუსისთვის” ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმლმარაგების კომპანიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
ამ პოსტზე გიორგი კობერიძე ეკა გალდავამ ჩაანაცვლა.
გალდავა ბოლო პერიოდში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.
მანამდე კი მუშაობდა წყალმომარაგების კომპანიაში; იყო ბანკების ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრი.
ეკა გალდავას 2006-2007 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.