თითქმის, ერთი თვეა, პურის ფქვილის ფასი საგრძნობლდ შემცირდა.
საშუალოდ, 25-კილოგრამიან ფქვილს 8-12 ლარით ნაკლებ ფასში იყიდით.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა, დაიწევდა თუ არა უახლოეს მომავალში პურის ფასი.
ოზურგეთში, დღეისთვის ხუთი თეთრით „ვასაძის პური“ გაიფდა. ამ საცხობში მრავალი დასახელების პურს აცხობენ.
_ ყველა სახის პური ხუთი თეთრით გაიაფდა. უმეტესად კი, ხალხი „ქვის პურს“ ყიდულობს. როგორც შეფუთულს, ისე _ შეუფუთავს ხუთი თეთრით ნაკლებ ფასად შეიძენთ, _ გვითხრეს საცხობში.
შპს „ვასაძის პურის“ დირექტორი, ირაკლი სირაძე ამბობს, რომ მუდმივად ა ტარებენ მონიტორინგს, რა შეიძლება გაკეთდეს.
კითხვაზე, აპირებენ თუ არა მოკლე დროში პურზე ფასის დაკლებას, ამბობს, რომ ეს მოსალოდნელია.
_ ჩვენ მოვიქცევით ისე, რომ, პირველ რიგში, მომხმარებელიც არ დარჩეს უკაყოფილო და წარმოებაც არ დაზარალდეს.
რიგითი მომხმარებლები, ნინო ვადაჭკორია, იამზე ჭელიძე და ცისანა ღლონტი, რომლებმაც ჩვენი იქ ყოფნისას პური შეიძინეს, თქვეს, რომ უფრო ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან.
_ ჯერ მხოლოდ ხუთი თეთრით დაიკლო. პური ისეთი პროდუქტია, ხუთი თეთრით გაიაფებაც კარგია. თუმცა, ხალხს უჭირს და როცა პურის ფქვილი საკმაოდ გაიაფდა, პურის ფასმაც მეტად უნდა დაიწიოს, _ გვითხრეს მათ.
„გურია ნიუსი“ სხვა საცხობებსაც ეწვია, თუმცა, ჯერ ფასის კლება (არც თონეებში) არ შეინიშნება.
ავტორი