ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, რუს ოკუპანტებს ოლქის ტერიტორია მთლიანად ოკუპირებული აქვთ.
მისი თქმით, ამ დროისთვის ბრძოლები მხოლოდ ოლქის შემოგარენში, რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს.
ასევე, მან აღნიშნა, რომ ტერიტორიაზე, სადაც ომი მიმდინარეობდა, რუსულმა არმიამ ყველაფერი გაანადგურა.
“სამწუხაროდ, მტერმა ლუგანსკის ოლქის სრული ოკუპაცია მოახდინა. მტერი ცდილობს, რომ ოლქში საოკუპაციო ხაზი გაავლოს. რაც შეეხება ოპერატიულ პაუზას, რომელიც რუსებმა გამოაცხადეს, სიცრუეა. მსგავსი არაფერი არ მომხდარა. მტერი ინტენსიურად ისვრის. რეგიონიდან გასვლა უკრაინის მიმართულებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი რუსეთის მიმართულებით, შემდეგ კი ან საქართველოში ან სხვა ქვეყანაში გადასვლაა. ტერიტორია სადაც ომი მიმდინარეობდა, რუსულმა არმიამ ყველაფერი გაანადგურა. საცხოვრებელი ფონდი, სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ინფრასტრუქტურული ობიექტები მთლიანად დანგრეულია”, _ აცხადებს გაიდაი.
ავტორი