“გაიღე ყურადღება და არა ფული ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვებისათვის”- ამ წუთებში თბილისში რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით აქცია იმართება. აქ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა კამპანია “ემეგობრეს” ფარგლებში ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.
აქ შეკრებილი საზოგადოება მიიჩნევს, რომ, როდესაც ქუჩაში ბავშვი ფულს ითხოვს, მის დასახმარებლად თანხის მიცემა გამოსავალი არ არის, არამედ უნდა გაუღიმოთ, გაეცნოთ, დაუწყოთ საუბარი რაიმე თემაზე. უთხრათ, რომ ფულს არ მისცემთ, რადგან ფულით ბავშვებს არ ეხმარებით და აჩვენოთ ალტერნატივა. მაგალითად, თუ გეუბნებათ, რომ შია, შესთავაზეთ თქვენ უყიდოთ საკვები, მაგრამ ასევე უთხარით, რომ შეუძლია ისეთ ცენტრებში მისვლა, სადაც აჭმევენ, უყიდიან ტანსაცმელს, ათამაშებენ და ასე შემდეგ. აღნიშნული აქცია ტარდება საქართველოს კარიტასის ორგანიზებით.