გურიის გუბერნიაში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დოღის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყვეტილების მიხედვით, დოღი ბახმაროში წელსაც არ გაიმართება.
„ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წელს ბახმაროში ტრადიციული დოღი არ ჩატარდება“,_ აცხადებს გუბერნია.
ცნობისთვის, ბახმაროში დოღი ტრადიციულად ფერიცვალება დღეს, 19 აგვისტოს ტარდება.