ოზურგეთის ბაზარში, სულ ცოტა, ბოლო ათი დღეა, დაავადებული ძაღლი დადის.
აქ დასაქმებული ადამიანები ამბობენ, რომ იმდენად სერიოზულადაა საქმე, შესაძლოა, აქ ნებისმიერი თანამშრომლის დაავადებაც გამოიწვიოს.
-არ შეგვიძლია გაძლება. ეტყობა, ავადმყოფია. მუცელზე აქვს სოკოვანი წანაზარდები, მუდამ სისხლი სდის. დაძვრება სათავსოებში, მოგვისპო ყველაფერი. არავინ ყურადღებას არ აქცევს…ვიღაც ქალი შემოვიდა და დაგვემუქრა, დაგხოცავთო, ძაღლს ხელი არ ახლოთო…ვინ ახლო? აქ ყველა ძაღლს ჩვენ ვარჩენთ. ჯანმრთელი ძაღლების მეტი რაა ბაზარში და პატრონი ჩვენ ვართ. იქნებ, „გურია ნიუსი“ მოგვეშველოს ძველებურად…კი გახსოვთ, ბევრი ადამიანი რომ დაკბინა, ის ძაღლიც არ გაჰყავდათ..._ გვეუბნებიან და დახმარებას გვთხოვენ ოზურგეთის ბაზარში დასქმებული ადამიანები.
ა(აი)პ ოზურგეთის მომსახურების ცენტრის თანამშრომელი, ირაკლი გაბედავა გვეუბნება, რომ მათ მხოლოდ მონიტორინგის გახორციელება შეუძლიათ.
_ჩვენ მხოლოდ მონიტორინგს ვახორციელებთ და ვახდენთ სტერილიზაცია-კასტრაციას. დაკბენის შემთხვევაში ასევე ღონისძიება ტარდება და ცხოველი უკან აღარ ბრუნდება. თქვენს მიერ ნათქვამ შემთხვევაში , ცხოველთა დამცველები იჩენენ კეთილ ნებას და ახორციელებენ შესაბამის ღონისძიებას, – გვითხრა მან.
სამწუხაროდ, ცხოველთა დამცველებს ჯერჯერობით ვერ დავუკავშირდით. დაავადებული ძაღლი კი ისევ ბაზრის ტერიტორიაზე დალასლასებს.
„გურია ნიუსი“ მალე ვრცლად შემოგტავაზებთ ამ მარად გადაუჭრელ პრობლემაზე და არსებულ მდგომარეობაზე.
ავტორი