https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გაიყვანონ მძიმე ტვირთმზიდები და ბავშვებს ტრენაჟორები დაუბრუნონ!” _ მოსახლეობის პროტესტი სოფელ ოზურგეთში

11:55; 31.07.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში, სოფლის პროგრამის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი მოედანი გასულ წელს გაკეთდა. როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, მოედანზე საუკეთესო ტრენაჟორებიც დადგეს, თუმცა, მოგვიანებით, “მობლატავე ტიპებმა” გადაიტანეს სხვა უბანში.

მოსახლეობის თქმით, ბოლო სამი თვეა, რაც აქ მდებარე ეკლესიის სიახლოვეს, შესახვევში შედიან მძიმეწონიანი მანქანები და ყრიან გზებიდან აღებული ძველი ასფალტის ნარჩენებს. ასაწყობებენ, ასე გამოდის. შემდეგ ხრეშს ურევენ და გააქვთ სხვადასხვა მიმართულებით, სადაც, სოფელ ოზურგეთის შემოგარენში, გზა კეთდება.

კუთხე, სადაც 40-მდე ოჯახი ცხოვრობს, “რაჭველების უბნის” სახელითაა ცნობილი. სწორედ ამ უბნის მცხოვრებლები გამოვიდნენ აქციაზე მოთხოვნით, თავიანთი სახლების სიახლოვეს შეწყვეტილიყო ხმაური. ასევე, მძიმე ტვირთმზიდების მოძრაობა და გაურკვეველი მოქმედებები, რაც ქმნის როგორც ჰაერის დაბინძურების პრეცედენტს, ისე საფრთხეს უქმნის ბავშვებს _ ქუჩაზე ბევრი პატარა ბავშვი მოძრაობს ფეხით თუ ველოსიპედით და საშიშია მძიმე ტვირთმზიდების გვერდით მათი მოძრაობა.

_ სულ იმის შიში გვაქვს, ამ მძიმე ტვირთმზიდებმა ბავშვები არ დააზიანოს. უბედური შემთხვევა რომ მოხდეს, ვინაა პასუხისმგებელი? ასე ვიწრო ქუჩაზე, ამდენი ტვირთმზიდის სწრაფი მოძრაობა დასაშვებია? აქვე ეკლესიაა. ყველაფრის უფლებას აძლევს ბევრი თავის თავს, _ ამბობენ აქაურები.

სოფელ ოზურგეთის მცხოვრები მერი გოგრიჭიანი ამბობს, რომ ნაგავსაყრელად აქციეს აქაურობა, განმკითხავი კი არავინაა და ეს უზარმაზარი მანქანები თავის ნებაზე დაქრიან:

_ აქ არის ალტერნატიული გზა. წავიდნენ და იარონ იქედან. ასევე, დროულად გაირკვეს, რატომ ყრიან მაინცდამაინც აქ ამდენ ნაგავს. ყოფილი წისქვილკომბინატის ტერიტორიაა, სადაც ეს ნაგავი და ნარჩენი შეაქვთ და ყრიან. ამბობენ, რომ ასფალტის ნარჩენებია. ჩვენ გვინდა უსაფრთხო გარემო. სასაფლაოსთან მისასვლელი გზა არ დარჩა, რომ შვილმკვდარი დედები მივიდეთ. ასე არ შეიძლება, _ თქვა გოგრიჭიანმა.

რაც ადგილზე ვნახეთ, ეს იყო ნარჩენების საკმაო გროვა, რომელსაც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გზებზე იღებენ. ეს არის დაზიანებული გზის მონაკვეთებზე აღებული ასფალტის ნარჩენები. ამ მასას ურევენ კარიერებიდან მოტანილ ინერტულ მასალას, რომელიც იქვე, ქვის გადამამუშავებელ ქარხანაში ქუცმაცდება.

_ ახლა, გურიაში, “დრაბილკას” სად არ ნახავ აშენებულს. სოფელ ოზურგეთის გზებს ვაკეთებთო, _ ამბობენ და კი, ბატონო, გააკეთონ, მაგრამ დაიცვან ყველანაირი უსაფრთხოების ზომები. აქ რომ რაიმე მოხდეს, ვინაა პასუხისმგებელი?! _ გვეუბნებიან “რაჭველების უბნის” მცხოვრებლები.

ჩვენ ადგილზე მივედით გარემოს დაცვითი ორგანიზაცია “ეკოს” დამფუძნებელ ირმა გორდელაძესთან ერთად. ვნახეთ, რომ ექსკავატორი გზიდან აფრეზილ ასფალტის ნარჩენებს და ქვა-ღორღს ასაწყობებდა.

აქ მომუშავეებს ვკითხეთ, ვინ ხელმძღვანელობდა სამუშაო პროცესს.

პირები, რომლებმაც თავი “ჩინეთის ხიდებისა და გზების მშენებლობის კორპორაციის” წარმომადგენლებად გაგვაცნეს, თქვეს, რომ აქ მიმდინარე სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირი, თენგო მჭედლიშვილია.

ირმა გორდელაძემ მჭედლიშვილს დაურეკა და დოკუმენტაცია მოთხოვა. კერძოდ, ჰქონდა თუ არა ნებართვა გარემოს დაცვის სამსახურიდან, აღნიშნულ ადგილზე გადაემუშავებინა ინერტული მასალა:

_ მე ახლა ხულოში ვარ. პასუხს ვერ გაგცემთ. მესამე პირს ვერც დოკუმენტს გადმოგცემთ. ჩამოვალ ოზურგეთში. მობრძანდით და მნახეთ, _ უპასუხა მჭედლიშვილმა გორდელაძეს.

როცა ადგილზე სხვა მოპასუხე არავინ იყო, გორდელაძემ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები გამოიძახა. შემთხვევის ადგილზე დასახელებული სამსახურის მეორე განყოფილების უფროსი სპეციალისტი, ჯგუფის უფროსი კობა გოგმაჩაძე და გურიის განყოფილების მე-3 განყოფილების უფროსი სპეციალისტი, შოთა პაიკიძე გამოცხადდნენ.

მათ განაცხადეს, რომ აუცილებლად შეისწავლიან მოსახლეობის პრეტენზიებს. ასევე, განმარტეს, რომ მძიმეწონიანი ავტომანქანები, გზის სივიწროვის გამო, ალტერნატიული გზით ვერ ივლიან და როგორც კი სამუშაოები დასრულდება, შეწყდება ეს მოძრაობაც.

სოფელ ოზურგეთის მკვიდრი ქეთევან დარჩია: “როცა აქ ჟურნალისტები მოხვედით, ვიღაცებმა იმის გარკვევა დაიწყეს, ვინ შეგატყობინათ ეს ამბავი. თქვენ მე გიცნობთ? ან დაგირეკეთ? აგერ ბრძანდებით და თქვით. რასაც ვხედავთ, ამის მოთმენა არ შეიძლება. დაქრიან ეს უზარმაზარი მანქანები. ღმერთის ნებით, ბევრი ბავშვია, ორმოცი ოჯახი ცხოვრობს აქ. რომ მოხდეს რაიმე, სად წავლენ? ამ ვიწრო ქუჩაზე ამხელა მანქანების ასე წინ და უკან გამუდმებული მოძრაობა შეიძლება? ჩვენი აივნებიდან ვუყურებთ, როგორ დაქრიან. მტვერმა ცალკე დაგვახრჩო. მოვიდა მერის პირველი მოადგილე და დაგვპირდა, რომ ყველაფერს მოაწესრიგებდა. გზა კი მოხრეშეს, მტვერი იმდენად აღარ არის. თუმცა, იმაზე მაინც გული მტკივა, ბავშვებისთვის სკვერი რომ გაკეთდა, ტრენაჟორებიც იყო დადგმული. მერე მოხსნეს ვიღაც “ტიპების” და “ძველი ბიჭების” ინიციატივით და წაიღეს სხვა უბანში. ეს შეიძლება ბავშვებს გაუკეთო? ხომ ესმის ბავშვს, ვინ რა მოიმოქმედა? ძველ ბიჭებს ჩვენც “ვიშოვით”, თუ ასეა საქმე!” _ გაბრაზებული საუბრობდა ქეთევან დარჩია.

კითხვაზე, თუ უთხრეს ამის თაობაზე მერიის წარმომადგენელს, გვიპასუხა, რომ საქმის კურსშია მერის პირველი მოადგილე:

_ დიახ, მერის პირველი მოადგილე იყო მოსული და შეგვპირდა, რომ აქ მალე დადგამენ ტრენაჟორებს. თუმცა, გულნატკენი ვარ. იმას  ეძებენ, ვინ რა თქვა. მე მომჩივანი კი არ ვარ, სიმართლეს ვამბობ. მოსაწესრიგებელია მანქანების მოძრაობა, საქმეა გასაკეთებელი და უნდა აკეთონ. ბავშვები ქუჩაში არ გამოუშვათ, მიხედოს მშობელმაო. ასე ლაპარაკი შეიძლება? ბავშვი ეზოშიც გამოვა და ქუჩაშიც. მშობლები დარბიან, რომ სადმე იმუშაონ და პურის ფული მოიტანონ იმ ბავშვებთან. აწყობილია ცხოვრება თუ რა? _ ამბობს ქეთევან დარჩია.

მან თქვა, რომ მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ბადრი თავდუმაძე მოიწვიეს და პრობლემის შესახებ ესაუბრნენ. მისივე თქმით, თავდუმაძეც დახმარებას და საკითხის მალე მოგვარებას დაჰპირდა.

“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ოზურგეთში, ბადრი თავდუმაძეს ესაუბრა:

_ ვიცი ამ პრობლემის შესახებ. უფრო სწორად, ეს პრობლემა კი არ არის, გზა კეთდება, გზას კი შესაბამისი მასალა სჭირდება და გააქვთ. მოგეხსენებათ, წელს როგორი წვიმიანი ამინდებია. როცა ამდენი ნალექი მოვიდა, გზები ძალიან ატალახდა. მოსახლეობაც სამართლიანად შეწუხდა. ეს ავტომანქანები, თავიდან სოფლის ცენტრში ახლად დაგებული გზით სარგებლობდნენ. ჩვენი მოთხოვნით, შეცვალეს სამოძრაო მარშრუტი. ვიცით, რომ ბევრი ბავშვი თამაშობს და გადაადგილდება მოედანზე. ასევე, ჩვენი მოთხოვნით, მყარი ნარჩენები აღარ იყრება ყოფილი წისქვილკომბინატის ტერიტორიაზე. შეგიძლიათ, ნახოთ _ რაც დაყრილი იყო, ტრაქტორით ასწორებენ. ვიცი ისიც, რომ საბუთები აქვთ და ისე მუშაობენ. ვცდილობთ და აუცილებლად მოვაგვარებთ პრობლემას ისე, რომ ხალხი კმაყოფილი იყოს, _ გვითხრა თავდუმაძემ.

მართალია, თავდუმაძემ კი თქვა, რომ აქ მომუშავე ჯგუფს, რომელიც ჩინური კომპანიის დაქვემდებარებაშია, ყველანაირი საბუთები აქვთ, თუმცა, დაპირებისამებრ, მათ ჯერ არ წარმოუდგენიათ საჭირო დოკუმენტაცია.

_ ორი დღეა, ველოდებით. გვითხრეს, რომ ამ დროში მოგვიტანდნენ საბუთებს, რომლის მიხედვითაც მათ გარემოს დაცვის ზედამხედველობისგან ექნებოდათ ნებართვა. ჯერჯერობით, არაფერი მოუტანიათ. წარმოგვიდგენენ თუ არა, ამის შესახებ ჩვენ მედიასაც დაუყოვნებლივ ვაცნობებთ, _ ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს” წარმომადგენლები.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

ბადრი თავდუმაძეკობა გოგმაჩაძემერი გოგრიჭიანი
გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:29; 23 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს

16:50; 23 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

14:24; 23 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

11:53; 23 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

10:03; 23 დეკემბერი, 2025

"კულტურის სახლში რა უნდა ცეკვას და სიმღერას?!" _ ლანჩხუთში სახალხო ანსამბლი "მხედრები" გააუქმეს

გურიაში მგლები მომრავლდა _ როგორია პრობლემის გადაჭრის გზა და რეკომენდაციები

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის

19:02; 23.12.2025
პოლიტიკა

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

18:54; 23.12.2025
პოლიტიკა

ოზურგეთის მომსახურების ცენტრს ირაკლი გაბედავა უხელმძღვანელებს

18:06; 23.12.2025
სამართალი

ზუგდიდში მამაკაცი მოკლეს

17:39; 23.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:29; 23.12.2025
საზოგადოება

ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს

16:50; 23.12.2025
პოლიტიკა

თამთა მიქელაძე: აშკარა იყო, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი მეარყიშვილს ამისთვის ფასს გადაახდევინებდა

16:38; 23.12.2025
პოლიტიკა

ლევან სამუშია: გვეუბნებიან, რომ წლების განმავლობაში, „ოცნებაში“ კორუფცია იყო მოდებული, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის?!

15:44; 23.12.2025
პოლიტიკა

DRI : ახალგორში აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი უკანონოდ დააკავეს

15:38; 23.12.2025
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

14:24; 23.12.2025
ფინანსები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა

14:17; 23.12.2025
ფინანსები

შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად – ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa

12:58; 23.12.2025
სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარი აიღო – პროკურატურა

12:29; 23.12.2025
სამართალი

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შესახებ

12:02; 23.12.2025
საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

11:53; 23.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო