https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გაიყვანოს მთავრობამ აქედან მაოხრებლები!”

8:07; 30.07.2020
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

25 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, ბაილეთის მოსახლეობასთან ერთად, სილაურელებმა სოფლის ყრილობა დააანონსეს. მიზეზი კვლავ მდინარე სუფსაზე არსებული კარიერზე ქვიშა-ღორღის უკანონო მოპოვების საკითხზე საუბარი იყო. კონკრეტულად კი, ყრილობაზე შპს “სამი ძმების” წარმომადგენლებს ელოდნენ, რომელთანაც მოლაპარაკება უნდა გაემართათ.

ორი სოფლის მცხოვრებლები სუფსის ხიდთან შეიკრიბნენ, თუმცა, შპს “სამი ძმების” წარმომადგენელი არ გამოჩენილა.

_ ჯერ მდინარის კალაპოტში ღამით და მალულად შეიპარნენ. მერე დაიწყეს თავის მართლება, ლიცენზია გვაქვსო. ამის შემდეგ შეგვპირდნენ, მოვალთ და მოგელაპარკებითო. გაყვეს მდინარე შუაზე, ამოაცალეს ფსკერი და ახლა იმ მოგროვებული გორების წასაღებად შემოიპარებიან. ფეხს ვერ შემოდგამენ აქ! ამჟამად სუფსის კარიერში მუშაობს კომპანია “ქიუ ემ სი”, რომლის წარმომადგენელმაც სოფელთან მოლაპარაკება აწარმოა და თითქმის მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოს შესრულებას შეგვპირდა. მათ შორის არის 50 ჰა ფართობის დახვნა და დათესვა. მემორანდუმს ხელი მოეწერა და ეს საკმარისია სოფლისთვის! მეტს სუფსა ვერ აიტანს და მადლობა გვითხრან, ერთი კარიერი თუ დავატოვებინეთ მდინარის კალაპოტში! ეს ახალ-ახალი მატყუარები მოგვშორდნენ აქედან! არ ეტყობათ, ვინც არიან?! დაიმალნენ კურდღლებივით! _ განაცხადეს შეკრებილებმა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ შპს “ქიუ ემ სი” ის კომპანიაა, რომლის წინააღმდეგაც სილაურში რამდენიმე თვის წინ ანალოგიური აქციები ეწყობოდა და ხალხი იმავე შემართებით ითხოვდა სუფსის ხეობიდან მათ წასვლას. მოგვიანებით, როგორც აქ თქვეს, ცნობილი გახდა, რომ ამ კომპანიამ სოფელთან მემორანდუმი გააფორმა, რომელშიც საუბარია სოფლისთვის 50 ჰექტარი საყანე ფართობის დახვნაზე, შიდა გზების მოწყობაზე და კიდევ სხვა სახის დახმარებებზე (რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს; ახლა, როცა ყანებში მოსავალი მალე უკვე ასაღები იქნება, როდის დახნავენ, რას გააკეთებენ და რომელ წელს, ამის შესახებ, დოკუმენტაციის მოპოვებისთანავე ვუამბობთ ჩვენს მკითხველებს. ავტ.).

_ ეს სოფელი და ეს მდინარე ჩვენია. 7-8 წელია, მდინარეში პატარები არ ჩასულან და არ უბანავიათ წესიერად, რომ ცურვა ისწავლონ. ქალაქებში ხალხი ფულს იხდის, რომ შვილებს ცურვა ასწავლონ, აქ კიდევ დასახრჩობ აუზებს გვიტოვებენ. წავიდნენ აქედან, არ დავინახოთ ესენი სოფელში შემოსული! შესახვედრად დაგვიბარეს და ამდენ ხალხს გვალოდინებენ. სამაგიეროდ, ღამით შეიპარებიან რიყეში ეს “კურდღლები”. პიროვნულად არ ვერჩით არავის, მაგრამ წავიდნენ აქედან! _ განაცხადა სილაურელმა ზურაბ დარჩიამ.

_ რომ შემოვიდნენ და ჩადგნენ მდინარეში, ხომ დაინახეს, რომ იქ სხვა კომპანია იდგა? რატომ მივიდნენ? საბუთი აქვთ თუ რა? აქ მეტის ადგილი არ არის, _ თქვა ლიანა პაიჭაძემ, რომელსაც მისივე თანასოფლელი ელდარ დარჩია შეეწინააღმდეგა:

_ მაშინ იმასთან იყავი შეკრული და იმიტომ იძახდი, ჩვენზე კი არ ზრუნავდი, _ უთხრა დარჩიამ.

ამაზე ლიანა პაიჭაძე გაბრაზდა და ხმამაღლა მიმართა შეკრებილებს: “მე ერთი ვიყავი, ვინც “ქიუ ემ სის” გვერდით ვიდექი, გარწმუნებდით, რომ დაგვეხმარებოდა და ახლა თქვენ დგახართ ჩემ გვერდით”.

ბადრი ლომაძე: “ძალად და ტყუილად ნურავინ შემოვა აქ, თორემ… 200 ბაღანა მარტო მე გამომყვება. ამ კორონამ ისეთი ხალხი დააბრუნა სოფელში, ცოცხალი რომ არ მეგონა. თუ კანონს ვერ აკანონებთ, ვისაც ეს გევალებათ და ჩვენ გვარბენინებთ აქ, ნახავთ, რანაირად დავუპირისპირდებით მათ და არავისთვის არ იქნება ეს კარგი. საქმე არ უნდა მივიყვანოთ აქამდე”.

ადგილობრივმა მკვიდრმა მაია ზაქარიაძემ ოზურგეთის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს, ლაშა თავაძეს, საკრებულოს დეპუტატებს სოფელ სილაურიდან და ბაილეთიდან _ გოჩა კილაძეს და პაატა კიღურაძეს, სოფლის გამგებელს გოგიტა ჯანხოთელს საყვედურით მიმართა:

_ რას გავს ეს? რას დაგვარბენინებთ თვეში სამჯერ ამ რიყეში? კი, ბატონო, დავწვები და ღამეს გავათევ ამ ხეობაში, მაგრამ შედეგი რა იქნება? მთავრობა თქვენ ხართ და არ შემოუშვათ ამ ხეობაში. იურისტები თქვენ გყავთ, ძალა თქვენ გაქვთ და ჩვენ სანამდე ვირბინოთ აქ _ შედეგი არ უნდა დადგეს? გაგვიფუჭდა ბოსტანი, ყანა. უამრავი საქმე გვაქვს, ტყუილად სირბილს რა აზრი აქვს? _ თქვა ზაქარიაძემ.

მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლაშა თავაძე შეეცადა, აეხსნა მისთვის, რომ ხელისუფლება გადამწყვეტი სიტყვის უფლებას ხალხს აძლევს. მით უფრო, როცა საქმე ეხება სოფელში ეკოლოგიურად საფრთხის შემცველ ქმედებებს. თუმცა, მაია ზაქარიაძემ მოსმენა აღარ ისურვა და გაბრაზებული წავიდა სახლისკენ.

სილაურის თემის მცხოვრებთა ყრილობა, საბოლოოდ, ისე დასრულდა, რომ შპს “სამი ძმების” წარმომადგენლები მათთან შესახვედრად არ მივიდნენ. თავის მხრივ, შეკრებილებმაც ფიცივით დაიბარეს, რომ მათ სუფსის ხეობაში აღარ შემოუშვებდნენ:

_ ჩემი აზრით, ისინი აქ აღარ მოვლენ, _ თქვა ბაილეთის დეპუტატმა ოზურგეთის საკრებულოში, პაატა კიღურაძემ.

“გურია ნიუსი” დაუკავშირდა შპს “სამი ძმების” წარმომადგენლებს. ისინი შეგვპირდნენ, რომ სათანადო დოკუმენტაციით რედაქციაში გვსტუმრებოდნენ. მართლაც “სამი ძმების” დირექტორი ივერი ფუტკარაძე რედაქციაში გვესტუმრა და მოიტანა სხვადასხვა დოკუმენტაცია, რომელიც, მისივე თქმით, ახალი და კანონიერია:

_ პირველ რიგში, გთხოვთ, დაწეროთ სიმართლე. ასე გვჯერა და ამიტომ მოვედით თქვენს რედაქციაში.

_ ბატონო ივერი, შეპირების თანახმად, რატომ არ გამოცხადდით ყრილობაზე, სადაც მოსახლეობა ერთი საათის განმავლობაში გელოდათ?

_ ჩვენ გვქონდა სასამართლო პროცესი ბათუმში. დაგვაჯარიმეს ათასი ლარით _ ერთ-ერთ ობიექტზე მოხდა გადაცდომა. ეს იყო მიზეზი.

_ თუმცა, ერთი წარმომადგენლის გამოგზავნა მაინც შეიძლებოდა. ხალხი გელოდათ…

_ კი, მართალი ბრძანდებით, მაგრამ არ მოხერხდა. ისე კი, გვინდა, იცოდეთ, რომ ჩვენ სამჯერ ვცადეთ, შევხვედროდით სოფლის წარმომადგენლებს. ამას ვერ უარყოფს ვერც დეპუტატი და ვერც გამგებელი. ბაილეთის დეპუტატმა პაატა კიღურაძემ გვითხრა, სოფელთან დაალაგეთ ურთიერთობა და მე არაფერს გერჩითო. როგორ დავალაგოთ, როცა გარკვეული პირები ხალხს ჩვენზე აქეზებენ? სიცრუეა ის, რომ ჩვენ, თითქოს, არ გვაქვს ლიცენზია, გვადევს ყადაღა, არ ვართ რეგისტრირებული წიაღის სააგენტოში, არ გვაქვს წარმოების წლიური გეგმა და ასე შემდეგ. აგორებულია ისეთი კამპანია, თითქოს, ჩვენ ვანგრევთ და ვაქცევთ სუფსის ხეობას. რაც ჩამოვთვალე, ამ ყველაფრის ნახვა შესაძლებელია წიაღისეულის სააგენტოს ვებ-გვერდზე. მოგიტანეთ დოკუმენტაციის ორიგინალები, ასლებს გიტოვებთ. თავს კი არ გაცოდებთ, სიმართლე დაწერეთ. თუ გავმტყუნდებით, სამართალმა პასუხი გვაგებინოს და ამას თქვენც დაინახავთ, _ თქვა ფუტკარაძემ და განმარტა, რომ სახელმწიფოსთან მის კომპანიას ვალდებულება აქვს აღებული, რის შესრულების საშუალებასაც არ აძლევენ კონკრეტული ძალები:

_ თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს. შპს “ნატა” და შპს “სამი ძმა” არის ერთი და იგივე კომპანია. ყადაღა გვედო იმიტომ, რომ კომპანია იყო გასხვისებული გარკვეულ პერიოდში და მფლობელმა არ შეასრულა ვალდებულებები _ არ გადაიხადა გადასახადები. ვიბრძოლეთ და მივაღწიეთ იმას, რომ შემოსავლების სამსახურმა ყადაღა მოგვიხსნა. უნდა ვიმუშაოთ კანონის დაცვით, რომ ჯერ ეს ვალდებულება შევასრულოთ.

რაც შეეხება სოფლის მოსახლეობას, ჩვენ მათ ვერ მოვატყუებთ და მილიონებს ვერ შევპირდებით. ჯერჯერობით კი, მათ ვუდებდით პირობას, რომ საყანე ფართობებთან გავაკეთებდით ჯებირებს. არ შევეხებოდით ტერიტორიას, რომელიც საყანე ნაწილს ეკვრის. ასევე, გავუკეთებდით გზას, მივაწვდიდით ხრეშს, სხვა მასალას ჭირსა თუ ლხინში. ვიმეორებ, მილიონების შეპირებით ჩვენ ხალხს ვერ მოვატყუებთ ან თავს ვინ იტყუებს ასე მარტივად? ჩვენ ხალხზე მეტად გვედავება არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს” წარმომადგენელი ირმა გორდელაძე. მან ზუსტად ასე გაგვიცხადა: “ყველაფერი რომ კანონის სრული დაცვით გქონდეთ აკინძული, მაინც არ გვინდა, ფეხებზე მკიდია ეს ქაღალდები. აქ თუ წავაგე, მერე ყველგან წავაგებო”. გეკითხებით, რა სიტყვა-პასუხია ეს, ან არის თუ არა ეს მუქარა, რომ მართალიც რომ იყო, გაგამტყუნებ და მოგერევიო? ჩვენ, უკიდურეს შემთხვევაში, მივმართავთ სასამართლოს, რომ კანონიერ მუშაობაში გვიშლიან ხელს, _ გვითხრა ფუტკარაძემ.

თავის მხრივ, ირმა გორდელაძემ ჩვენთან განმარტა, რომ “სამი ძმები” კანონდარღვევით მუშაობს, იტყუება და მათ სოფელი ეწინააღმდეგება.

_ მათ სურთ, ყველაფერი მე გადმომაბრალონ და ისე მოაჩვენონ თავი, თითქოს, ხალხი კი არ არის წინააღმდეგი, ჩვენ “ვაბუნტებთ” მათ. ხომ ნახეთ, რომ არ მოვიდნენ ყრილობაზე? სასამართლოში ახლა ჩვენ შეგვაქვს სარჩელი, _ თქვა გორდელაძემ.

შპს “სამი ძმების” წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ყველაზე ადრე მუშაობდნენ სუფსის ხეობაში. თავის მხრივ, “ქიუ ემ სი” განმარტავს, რომ ისიც დიდი ხანია, მუშაობს და ორ სოფელს უკვე მემორანდუმი გაუფორმა.

 “გურია ნიუსი” აქტიურად მიადევნებს თვალს ამ პროცესებს და მკითხველს უამბობს, რა ხდება არა მარტო კარიერებით ავსებულ და აოხრებულ ჩვენი მდინარეების ხეობებში, არამედ სხვადასხვა კომპანიებში და ასევე, ამ კომპანიებს შორის. ხომ არ აქვს ადგილი მიკერძოებებს, მჯობნის მჯობნის პრინციპით პოზიციების დაკავებას და არა კანონის გათვალისწინებით, რეგულაციების დაცვით მუშაობას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მრავალი წლის გაურკვევლობის ბოლო აკორდი

"ჯერ კიდევ არ გვინდა, ჩვენივე არჩეულ მთავრობას ვეტაკოთ!"

ყველა სიახლე

საზოგადოება

“საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოჭრა” _ შემზარავი ფაქტი ბათუმში

19:28; 22.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

15:53; 22.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე _ შეფერხებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზა

15:22; 22.02.2026
საზოგადოება

“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა… გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანია… ნათესავები არიან”

12:39; 22.02.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

11:48; 22.02.2026
სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაიწვა, მათგან ორი არასრულწლოვანია

11:43; 22.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს  და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”

11:36; 22.02.2026
ზაფრანი

„ხანძარი“

11:28; 22.02.2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22.02.2026
ზაფრანი

„კაპუტ, კაპუტო…“

11:21; 22.02.2026
ზაფრანი

„ავტოგრაფი“

11:18; 22.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:22; 22.02.2026
სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო