მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, დღეს პერიოდულად (დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც) გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზღვაზე იქნება შტორმული სიტუაცია.
“გაითვალისწინეთ უამინდობის დროს არსებული რეკომენდაციები:
ტრანსპორტის შეფერხებების თავიდან ასაცილებლად დაგეგმეთ გადაადგილება წინასწარ.
უზრუნველყავით აივნებზე ნივთების უსაფრთხოება.
მოერიდეთ ხეების ქვეშ გაჩერებას ძლიერი ქარის დროს.
ყურადღება მიაქციეთ ღუმელებისა და ბუნებრივი აირის წყაროების უსაფრთხო გამოყენებას.
ერთად ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე და მოვემზადოთ ამინდის ცვლილებისთვის, უამინდობა დიდხანს არ გაგრძელდება – საქართველოში 20 თებერვლიდან გამოიდარებს”,_ წერს კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში.






























































