საპენსიო ფონდი 31 ოქტომბრის მდგომარეობით არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
“საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 686 ათასი ადამიანია. 2025 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 24,823 -მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 112 მლნ ლარი.
საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ 7.9 მლრდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.1 მლრდ ლარს გადააჭარბა”,_ აცხადებს საპენსიო ფონდი.

































































