“გუშინ, გამთენიისას, გოჩა ნონაშვილმა, რომელიც მსახურობს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონში კაპრალ-სპეციალისტის წოდებით, ჩაიდინა სამოქალაქო გმირობა _ მან მსუბუქი ავტომობილიდან, რომელიც იგოეთთან ხეს შეეჯახა თავისი ჯანმრთელობის რისკის ფასად ამოიყვანა ოთხი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მგზავრი და პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია სასწრაფო დახმარების მოსვლამდე და მისი მოსვლის შემდეგაც აქტიურად ეხმარებოდა მედ პერსონალს. სწორედ გოჩას ძალისხმევით მოხერხდა ოთხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.
აი, ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო! _ წერს მოქალაქე, რომელიც სოციალურ ქსელში Darina Tamar Davitadze-ს სახელით არის რეგისტრირებული.