ლიზი კობიძემ ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა დაამთავრა და სტუდენტობის მოლოდინშია.
ლიზიმ წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები.
ჩვენთვის ცნობილი გახდა ქართულისა და ინგლისურის გამოცდებში ლიზის მიერ მიღებული ქულები:
ქართულ ენასა და ლიტერატურაში ლიზიმ მაქსიმალური 60 ქულიდან 53 ქულა დააგროვა, ხოლო ინგლისურში _ მაქსიმალური 70-დან 68 ქულა.
ვულოცავთ ლიზის და წარმატებულ და ბედნიერ სტუდენტობას ვუსურვებთ.































































