მარიამ მეფარიშვილი ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის კიდევ ერთი წარჩინებული კურსდამთავრებულია.
მარიამმა ერთიან ეროვნულ გამოცდებშიც საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ქართულის გამოცდაში მარიამმა მაქსიმალური 60 ქულიდან 58 ქულა აიღო;
ინგლისურში _ 70-დან 65;
ისტორიაში 60-დან 51.
მარიამს სწავლის გაგრძელება სავკასიის უნივერსიტეტში ჯანდაცვის მენეჯმენტის ფაკულტეტზე სურს.
ვულოცავთ ყველას, ვინც გახარებულია მარიამ მეფარიშვილის ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგით, მარიამს კი წარმატებებს ვუსურვებთ.































































