შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაშია. სპეცრაზმელებთან გასაუბრების შემდეგ გახარაია აქციის მპონაწილეებთან მივიდა:
„როცა შინაგან საქმეთ სამინისტროს 15 წარმომადგენელია დაზარალებული, როცა ტექნიკა იწვის, სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესებს მერე მივხედავთ“,- განაცხადა გახარიამ.
შს მინისტრის თქმით, სპეცრაზმის საპასუხო რეაქცია გამოიწვია იმან, რაც მოსახლეობამ მათ ქვები დაუშინა. მინისტრის განცხადებით, ეს დაუშვებელია და რეაგირება იქნება მკაცრი.
მისივე თქმით, ვითარების დაძაბვამდე ხეობაში 35 პოლიციელი იყო ჩასული:
_ ეკონომიკის სამინისტრომ მოგვმართა და მხოლოდ 35 პოლიციელი იყო, _ აღნიშნა გახარიამ.
მინისტრის განმარტებით, სამინისტრომ იმოქმედა კანონის შესაბამისად.