კორნავირუსის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ ვირუსის გავრცელების ეტაპზე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არის და 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს მოუწოდა თვითიზოლაციისკენ.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ უპასუხოს ამ გამოწვევას. დღეს არ დგას საგანგებო სიტუაციის გამოცხადების აუცილებლობა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში გამოაცხადებენ.