პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ გიორგი თარგამაძის “ფორმულაში” 20 ივნისზე და ახლა მიმდინარე პროტესტზე დასმული კითხვის საპასუხოდ, განაცხადა, რომ ამ ორს შორის პარალელების გავლება არ შეიძლება.
“მოდით არ გავაკეთოთ ის, რაც იქნება საჩუქარი დღევანდელი ხელისუფლებისთვის და ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაივლება პარალელები იმ 20 ივნისთან, რომელიც თქვენ ეხლა იგულისხმეთ და დღევანდელ აქციას შორის, იმიტომ, რომ კრიტიკული სხვაობაა. ის იყო ძალადობრივი და ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ეს სტრასბურგის და კიდევ ბევრი საერთაშორისო სასამართლოს აზრია და დღეს მშვიდობიანი დემონსტრაციების აი ასე ძალადობრივად დაშლის ქეისი, ეს სხვადასხვა რამ არის. ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, როდესაც ჩვენ ამ პარალელებს ვავლებთ, სამწუხაროდ ლეგიტიმაციას ვძენთ დღევანდელ ხელისუფლებას მოიქცეს ისე, როგორც იქცევა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ხარისხობრივი სხვაობა ჩვენ თუ არ დავინახეთ და არ დავაფიქსირეთ, იცოდეთ, რომ ჩვენ ვეხმარებით დღევანდელ ხელისუფლებას და ვძენთ მათ ლეგიტიმაციას, რომ აი ეს მშვიდობიანი პროტესტი დაშალოს ისეთი არაკანონიერი გზით, როგორც იქცევა. ამიტომ, ჩვენ მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ეს ორი რამ, ერთია ორგანიზებული ძალადობა პარლამენტში შეჭრის მიზნით და მეორეა მშვიდობიანი, აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია, როდესაც ადამიანები დაგანან და გამონაკლისები ერთი ორი შემთხვევა ვიღაც იქ კარებს წაეჯაჯგურა, ეს არის პატრულის დონეზე მოსაგვარებელი ცალკეული ქეისები, ამიტომ ამაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს შეუდარებელი რამ არის”,_ განაცხადა გახარიამ.