გიორგი გახარიას განცხადებით, “რუსული კანონის” ოფიციალურად მიღებამდე, მისი აღსრულება უკვე დაიწყო. ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
“რუსული კანონის ოფიციალურად მიღებამდე მისი აღსრულება უკვე დაიწყო. ივანიშვილი ასრულებს თავის დაპირებას – აღკვეთოს განსხვავებული აზრი და დევნოს ოპონენტები. აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მიმართ გამოყენებულია არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა. ივანიშვილი სუსტი და შეშინებულია, შესაბამისად – საშიში.”
The #RussianLaw is already being enforced before it’s formal adoption. Ivanishvili is keeping his promise of suppressing decent & persecuting opponents. Police is brutally dispersing peaceful protestors, using illegitimate & disproportionate force mainly against youth. He is weak…— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) April 30, 2024