„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ეყოლება და საზოგადოებისთვის მისი ვინაობა მალე გახდება ცნობილი.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ბურჭულაძის თქმით, 99%-ი გადაწყვეტილება მიღებულია და პარტიის პრესსამსახური გაავრცელებს ინფორმაციას თუ ვინ იქნება „გახარია – საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი ოზურგეთში.


































































