“გახარიამ, მე წარსულზე და ყოფილ გუნდზე არაფერს ვამბობო, ანუ, ღირსეულად ვიქცევიო… ოღონდ, მანვე თქვა, 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ვნახე, კურდღლებივით დაიმალნენო – ეს წარსულზე ლაპარაკიც არ არის, ამავდროულად, უბინძურესი ტყუილია… და რამდენი ასეთი…
არ გამოვა, მსგავსი, პრიმიტიული და ამორალური ხერხებით ბრძოლა, ხალხი ყველაფერს ხედავს!“- წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ “ქართული ოცნების” დეპუტატი რატი იონათამიშვილი.