„გახარიამ ან უნდა მოინანიოს, ან აღიაროს რომ მონა იყო“,_ ამის შესახებ განცხადება ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.
„თუ გახარია თავს წარმოგვიჩენს, რომ ის იყო მონა და შესაბამისად მონური გადაწყვეტილებების შემსრულებელი, მონა ქვეყანას ვერ მართავს, რადგან დღეს ერთის მონა, ხვალ სხვისი მონა იქნება.
ხოლო, თუ თავად მიიღო ის გადაწყვეტილებები, მაშინ იმ გადაწყვეტილებების სისწორე დაგვიმტკიცოს, ხალხს აუხსნას და დაარწმუნოს პირველ რიგში.
მოკლედ, გახარიამ კითხვებსაც უნდა გასცეს პასუხი და რაღაც აუცილებლად უნდა მოინანიოს კიდეც, თორემ ის წყვილი თვალი რომელიც გვიყურებს, მას გულწრფელობას ვერასოდეს გამოაპარებ და თვალისჩამპაჭუნებელი გახარია კი ყველას ახასოვს.
ყველაზე დიდი თავისტკივილი მაინც „ქართული ოცნებისთვის“ იქნება“,_ განაცხადა ჭიჭინაძემ.