როგორც ვწერდით, „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ეყოლება და საზოგადოებისთვის მისი ვინაობა მალე გახდებოდა ცნობილი.
როიგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა ალეკო ბურჭულაძემ გვითხრა გადაწყვეტილება მიღებულია და პარტიის პრესსამსახური მალე გაავრცელებს ინფორმაციას, თუ ვინ იქნება „გახარია – საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი ოზურგეთში.
არაოფიციალური ინფორმაციით, ეს კანდიდატი ამავე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტიური წევრი, ალექსანდრე მენაბდეა.
ჩვენი წყაროს თქმით, მას მხარს დაუჭერს “ლელო”.
ამ ეტაპზე ოზურგეთის მერობის კანდიდატი მხოლოდ მმართველ პარტიას ჰყავს დასახელებული.


































































