სტატისტიკური მონაცემებით და მსოფლიოში ცნობილი გამოცემის “ფორბსის” საკვლევი ბაზის მიხედვით, ამ პრესტიჟული ჟურნალის გარეკანზე გამოსახული წარმატებული ბიზნესმენების უმრავლესობა ანუ “ფორბისის” საპატიო 793 რესპოდენტიდან, 12% ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით აღმოჩნდა დაბადებული. როგორც ჩანს ამ ზოდიაქოს წარმომადგენლებს, მართლაც რომ შესანიშნავად შესძლებიათ მამაკაცური პრესტიჟისთვის მთავარი საქმიანობის- ფულის შოვნის, წარმატებით გაძღოლა.
ამ სიის მომდევნო საფეხურს არც მეტი არც ნაკლები ცეცხლოვანი ვერძები იკავებენ, მათ “ფორბსის” მილიონერთან ბაზის 8% შეადგინეს, ნუ გაგიკვირდებათ, ვერძები მფლანგველობით კი გამოირჩევიან, მაგრამ მათ ფულის შოვნაც ოსტატურად ეხერხებათ.
ვერძებს ფეხდაფეხ მოყვებიან სიაში მიზანმიმართული და ჭკვიანი მორიელები. ისინი “ფორბსის” სიის 7%-იან “განყოფილებაში” მოხვდნენ. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი შედეგია.
ყველაზე ნაკლებად მილიარდების შოვნის საქმეში მშვილდოსნებს უმართლებთ, მათმა უმრავლესობამ 6% ბარიერიც ვერ გადალახა.
იგივე ბედს და პროცენტებს იზიარებენ კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მილიონერები. ეს ალბათ იმიტომ, რომ კუროს სტაბილურობა უყვარს, ავანტიურებში ნაკლებად ერევა და რაც აქვს იმ კაპიტალს დაჰკანკალებს თავზე.
ავტორი