https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გახსოვთ 1987 წლის თბილისის „ლოკომოტივი“?

14:47; 17.12.2023
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

1987 წლის სეზონი თბილისის “ლოკომოტივის” მორაგბეთა გუნდმა კარგად დაიწყო. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ჯგუფში ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან ოთხი მოიგეს. ამის შემდეგ თბილისელები ქალაქ კრასნოიარსკს ეწვივნენ და მასპინძელთა გუნდთან მარცხი განიცადეს _7:16. ამ მატჩის დასრულების შემდეგ ის ისტორიული მოვლენები დაფიქსირდა, რომელიც ქართული გუნდის ისტორიაში დღემდე შავი ასოებით არის შესული.

20 ივნისს “ლოკომოტივი” მოსკოვის გავლით სამშობლოში მოფრინავდა. ერთი ჩვეულებრივი რეისი იყო და მგზავრობისას განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ქართველები მოჭარბებული ტემპერამენტით გამოვირჩევით და რა გასაკვირია, რომ თვითმფრინავშიც ბიჭები ზომაზე მეტად მხიარულობდნენ.

უკვე მოგვიანებით თვითმხილველთა განცხადებით მორაგბეები არანაირ ზღვარს არ გადასცილებიან. ერთადერთი “ბოროტმოქმედება” სტიუარდესების მიმართ გამოთქმული ქათინაურები იყო, მაგრამ ამ სახის “დანაშაულს” თუ კრიმინალად მოვნათლავთ, მაშინ მთელი მსოფლიოს მამაკაცების უმრავლესობა ციხეში უნდა იჯდეს. რაოდენ გაკვირვებულები დარჩნენ მორაგბეები, როდესაც მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში ადგილობრივი წესრიგის დამცველები დახვდნენ და ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს. ეს იყო და ეს. სპორტსმენები თბილისში დაბრუნდნენ და ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრისათვის მზადებას შეუდგნენ.

მოწმენდილ ცაზე მეხი 23 ივნისს გავარდა. გაზეთ “სოვეტსკი სპორტის” ჟურნალისტმა, ვინმე ვიშნიაკოვმა სტატია გამოაქვეყნა, რომელმაც ქართველი მორაგბეები ბოროტ ხულიგნებად და თავზეხელაღებულ ადამიანებად დახატა. საბჭოთა სპორტული მასმედიის ამ ფლაგმანის ინფორმაციით, ჩვენებურები თვითმფრინავში უგვანოდ იქცეოდნენ, ხმაურობდნენ, თავი გამომწვევად ეჭირათ, საუზმეს ბატონ-კაცურად ითხოვდნენ, ეუზრდელებოდნენ სხვა მგზავრებს. პროფკავშირების ბოლო საკავშირო ყრილობის დელეგატს, სანიმუშო და კდემამოსილ პიროვნებას, სტიუარდესა აზარენოკს კი გაპამპულავება და არშიყობა არ აკმარეს და ლამის იქვე გააუპატიურეს.

გაოგნებული “ლოკომოტივის” მორაგბეები რუსულ პასკვილში მოტანილ ყველა ფაქტს სასტიკად უარყოფდნენ, მაგრამ მათ არავინ მოუსმინა. იმ ხანად საქართველოში ამ ამბავთან დაკავშირებით სამი ვერსია დადიოდა. იყო ხმები, რომ ეს ყველაფერი კრასნოიარსკის გუნდის პროვოკაცია იყო. მეორე ვერსიის თანახმად იმ ავადსახსენებელი თვითმფრინავით მავანი და მავანი მოსკოველი მაღალჩინოსანი მგზავრობდა და სწორედ ამ უკანასკნელმა დარეკა გაზეთის რედაქციაში. იმასაც ამბობდნენ, რომ ეს საქმე ქართველების დიდი “მეგობრის”, კომპარტიის იდეოლოგი ლიგაჩოვის დამსახურება იყო.

“სოვეტსკი სპორტში” გამოქვეყნებული მასალა ისეთი უნამუსო აღმოჩნდა, რომ მას მორაგბეებთან ერთად არც აქაურმა კომპარტიამ, კომკავშირმა და სპორტის მამებმაც დაუჯერეს. სამწუხაროდ ისეთი დრო იდგა, რომ “ცენტრიდან” მოსულ ბრალდებებზე რეაგირება აუცილებლად იყო საჭირო. ქართულმა “შურისძიებამაც” არ დააყოვნა.

1987 წლის 25 ივნისს, საქართველოს სსრ სპორტ-სახკომის კოლეგიისა და ალკკ ცკ-ის ბიურო გაიმართა. სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. თავდაპირველად მორაგბეებს პირობა დაადებინეს, რომ არსად იჩივლებდნენ, რადგან ჯერ ვნებათაღელვა ჩაცხრეს და შემდეგ ჩვენს მიერ გამოტანილ სასჯელს თავადვე გავაუქმებთო. განაჩენი კი შემდეგი გამოდგა—22 მოთამაშესა და 5 უფროსს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, “ლოკომოტივი” დაშალეს და სსრკ-ის ჩემპიონატიდანაც მოხსნეს. ასე შეეწირა ერთი გუნდი ზოგიერთი ქართველი ჩინოსნის კარიერულ მოსაზრებებს.

სანამ “ლოკომოტივის” შემდგომ ბედზე საუბარს გავაგრძელებ, ერთ პატარა გადახვევას შემოგთავაზებთ. რატომღაც ისტორიულად საქართველოში ყველაზე კომუნისტი კომუნისტები იყვნენ. რასაკვირველია ყველა მათგანზე ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ მთელ რიგ შემთხვევებში ქართველ სპორტსმენებს მათ უფრო მეტი ზიანი მიაყენეს, ვიდრე მოსკოვში მოღვაწე ფუნქციონერებმა. მაშინ სხვა დრო იდგა და ყველაფერს “უფროსი ძმა” წყვეტავდა, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობდა. იგივე სომხები საკუთარ კლუბებს მუდმივად გვერდში ედგნენ და მოსკოვთან ღიად დაპირისპირებას ხშირად არ ერიდებოდნენ.

მაგალითად, წინა საუკუნის 80-იან წლებში ცენტრალურმა პრესამ ლაფში ამოსვარა აბოვიანის “კოტაიკის” საფეხბურთო გუნდი. სომხები რუსებს მაგრად დაუხვდნენ: თავისიანები არათუ დასაჯეს, მომხვდურს იქეთ კუდით ასროლინეს ქვა.

ქართველებიც ზოგჯერ ხმას იღებდნენ. იმავე 80-იანი წლების დასაწყისში რუსთავის “მეტალურგის” ფეხბურთელები შუა აზიაში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა ქართველმა მოთამაშემ სამარყანდში, თემურ-ლენგის სასაფლაოს სახალხოდ დააშარდა. ეს ამბავი იმ ხანად ჩაიფარცხა და ამის შესახებ მხოლოდ ერთეულებმა გაიგეს.

მაპატიონ ყოფილმა ქართველმა პარტიულმა მაღალჩინოსნებმა, მაგრამ რუსთა ცილისწამებლურ და შოვინისტურ გამოხდომებს ისინი ხშირ შემთხვევებში დუმილით ხვდებოდნენ. დაიცვეს კი თბილისის “დინამო” 1953 წელს, როდესაც საკავშირო ჩინოსნებმა თითქმის მოპოვებული სსრკ-ის ჩემპიონის წოდება ჩამოართვეს და მოსკოვის “ტორპედოსთან” გადათამაშება დაუნიშნეს. ამოიღო კი ვინმემ ხმა 1965 წელს, როდესაც იგივე საბჭოთა ფუნქციონერებმა თბილისის “დინამო” ევროპის ჩემპიონთა თასზე სათამაშოდ არ გაუშვეს. ქართველი სპორტული ჩინოვნიკების ახირების გამო ვადამდე ადრე დაასრულა კარიერმა დიდმა მიშა მესხმა.

1970 წელს მწერალი გურამ ფანჯიკიძე აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც რუს სპორტულ ჟურნალისტს ლეონტიევს პასუხი გასცა მის ცილისმწამებლურ წერილზე. ამ “ნაშრომში” რუსი ამტკიცებდა, რომ მექსიკის მსოფლიოს პირველობაზე, სსრკ-ის ნაკრების მარცხის მთავარი “შემომქმედები” ქართველი ფეხბურთელები იყვნენ. წინა საუკუნის 80-იან წლებში, ცნობილი ქართველი კალათბურთელი მიხეილ ქორქია ე. წ. “ჩრდილოვანი ეკონომიკის” გამო რამდენიმე წლით ციხეში აღმოჩნდა.

ამასთან დაკავშირებით, მავანმა ჩვენებურმა პარტიულმა მუშაკმა ქუთაისის საკალათბურო დარბაზში გაკრული ქორქიას სურათი დემონსტრაციულად ჩამოხია. ამავე პერიოდში ერთმა თბილისელმა კომკავშირის ცხვირმოუხოცავმა ჩინოვნიკმა, სპორტის სასახლეში მიხეილ ქორქიასათვის გამოყოფილ მუდმივ სკამზე მისი გვარ-სახელი გადააშლევინა. ეს ის ფაქტები მოგიყვანეთ რომლებიც უშუალოდ წერილზე მუშაობის დროს გამახსენდა. ანალოგიური მაგალითების გახსენება კიდევ შეიძლება.

მაგრამ კვლავ თბილისის “ლოკომოტივის” მორაგბეთა გუნდს დავუბრუნდეთ. ქართული სპორტის მამებმა მალე დაივიწყეს შერიცხული სპორტსმენებისათვის მიცემული პირობა—ცოტა ხანი მოიცადეთ და დისკვალიფიკაციას მოგიხსნითო. მორაგბეები კომკავშირმა გამასწორებელ სამუშაოებზე—პოლიკლინიკისა და სადგურის მშენებლობებზე გაამწესა.

საკავშირო ჩემპიონატზე ადგილი რომ არ დაგვეკარგა, რაგბის იმდროინდელი სახელმწიფო მწვრთნელი დავით კილასონია უფროსობას არ შეეპუა და რაგბის საბჭოთა ფედერაცია იოლად დაიყოლია. სულ მალე თბილისში ახალი გუნდი “ელმავალი“ შეიქმნა, რომელიც დედაქალაქური რაგბის ნარჩენებისგან შეიკრიბა და პირველობაში “ლოკომოტივის“ ადგილი დაიკავა.

თავად “ლოკომოტივის“ წევრები მწარე რეალობას შეგუებოდნენ და აღარც ვარჯიშობდნენ. ამ გუნდის უფროსი კოკა ლაზიშვილი ერთადერთი იყო, რომელმაც ფარ-ხმალი არ დაყარა და ბედსაც არ შეეგუა. ჯერ იყო და “სოვეტსკი სპორტის“ მთავარ რედაქტორთან, კუდრიავცევთან პირადი კონტაქტები გააბა. შემდეგ მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის მილიციის განყოფილებასაც მიაკითხა. იქაურები ქართველ საბჭოთა ფუნქციონერებზე ვაჟკაცები აღმოჩნდნენ და ჩვენებურს იქეთ უსაყვედურეს, ეს რა უნიათო ერი ყოფილხართ, თქვენიანებს ვიღაც პროვოკატორი ჟურნალისტისა და სტიუარდესას გულისათვის როგორ დაესჯევინეთო.

მოსკოველმა მილიციონერებმა ვიშნიაკოვის სტატიის გამაბათილებელი წერილობითი დასკვნა დაწერეს, სადაც თვითმფრინავში მორაგბეების ხულიგნურ გამოხდომებს ჟურნალისტის ფანტაზიის ნაყოფი უწოდეს.

ქართველ სპორტულ ფუნქციონერებზე სათანადო შთაბეჭდილება ვერც ამ საბუთმა მოახდინა. საკავშირო სპორტკომიტეტი და რაგბის საბჭოთა ფედერაცია უკვე მზად იყვნენ “ლოკომოტივის” შესაწყნარებლად, ოღონდაც საქართველოდან შუამდგომლობას ითხოვდნენ. აქ კი არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც გაბედავდა და პირველი დაუდგებოდა თავდებად შერიცხულ მორაგბეებს.

1987 წლის 9 ნოემბერს “ლოკომოტივმა” მომავალი სეზონისათვის მზადება დაიწყო და დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველი ოფიციალური ვარჯიშიც ჩაატარა. 26 დეკემბერს “სოვეტსკი სპორტმა” ჩვენი ბიჭების მონანიების ბარათი დაბეჭდა. 1988 წლის 28 იანვარს კი რაგბის საკავშირო ფედერაციამ ერთხმად მოუხსნა მოთამაშეებს დისკვალიფიკაცია. საქართველოში გუნდის შეწყალება მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ, გაზეთმა “თბილისმა” ახსენა, ისიც მხოლოდ ინტერვიუში. 9 თებერვალს,  მოსკოვიდან მოსული ბრძანება მორაგბეებს საზეიმოდ წაუკითხეს.

ამით თბილისის “ლოკომოტივის” “ისტორია” ამერიკული “ჰეპი ენდით” დასრულდა. ცხრა თვის მანძილზე უქმად ნამყოფმა გუნდმა 1988 წლის 31 მარტს, სეზონის გახსნის მატჩი 9:4 მოუგო მოსკოვის “სლავას”, ოქტომბერში კი ჩემპიონატი მეშვიდე ასდგილზე დაასრულა.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

ლოკომოტივი
გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25 თებერვალი, 2026
სპორტი

„გურიას“ ტესტი: ერთ „მერანს“ მოუგო, მეორესთან წააგო, ყოფილ კაპიტანთან ფრედ ითამაშა, ფოთელი ახალგაზრდები არ დაინდო…

11:38; 24 თებერვალი, 2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

17:06; 21 თებერვალი, 2026
სპორტი

მორაგბე გოგონები გურიიდან ხორვატიასთან მატჩის მოლოდინში

12:59; 21 თებერვალი, 2026

euronews: გადამზიდავი კომპანიები წითელი ზღვის მარშრუტზე უარს ამბობენ

კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25.02.2026
პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25.02.2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25.02.2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25.02.2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25.02.2026
ფინანსები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

18:34; 25.02.2026
სამართალი

ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

18:11; 25.02.2026
ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა

17:57; 25.02.2026
ფინანსები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

17:40; 25.02.2026
პოლიტიკა

რას ამბობს ევროკომისიის სპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირებაზე

17:15; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

16:53; 25.02.2026
სამართალი

“შშმ არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და გააუპატიურა”- პროკურატურა

16:45; 25.02.2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე

15:40; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს გადასინჯავს

15:27; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო