“გამაღვიძეთ, როცა უმოწყალოდ გადათხრილ ზესტაფონში გზები დაიგება!!!”, _ ამ შინაარსის პოსტს სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი გელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
“მუმიფიცირებული ბერი, დაახლოებით, 200 წლის წინანდელი პერიოდიდან სენსაციური სიახლე გახდა მთელს ინტერნეტში.
ზოგიერთი ბუდისტი ბერის მტკიცებით, ის ისევ ცოცხალია და მედიტაციის ძალიან ღრმა დონეზე იმყოფება. სხეული 27 აგვისტოს მონღოლეთში, ულანბაატარის ახლოს იპოვეს. სავარაუდოა, რომ ცივმა კლიმატმა შეუნარჩუნა სხეულს სიცოცხლისუნარიანობა, სხეული ცხოველების ტყავში საიმედოდ გახვეული იპოვეს, რამაც დამატებითი ეფექტი მოახდინა მის შენარჩუნებაზე. მის გვერდით გრაგნილი აღმოჩნდა, ნაწერი უძველეს ჩინურ ენაზე, რომელიც შემდეგნაირად ითარგმნება: “გამაღვიძეთ, როცა უმოწყალოდ გადათხრილ ზესტაფონში გზები დაიგება!!!”_ წერს პოსტის ავტორი.