https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გამამართლებელი განაჩენი ყოფილი მსჯავრდებულების მიმართ- ე.წ ,,კახური ღვინოს” და ,,ყინწვისის” საქმეები

12:02; 3.02.2021
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, ე.წ ფიროსმანის ,,კახური ღვინოს” საქმეზე ხუთი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. გამამართლებელი განაჩენი დადგინდა ასევე  ე.წ ,,ყინწვისის” საქმეზე 12 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დავით ზირაქაშვილი, გაიოზ ჯავახიშვილი, გელა სანიკიძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე და ზურაბ დათუკიშვილი ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხული სხვა კულტურული მემკვიდრეობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დადგენილი წესის დარღვევით გადატანის მომზადებაში, საქართველოს სსკ-ის 18, 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

 საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული იქნა მსჯავრდებულების გამამართლებელი მტკიცებულებები. წარდგენილი ბრალდების შესაბამისად, მათ ბრალი ედებოდათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის 500 000 აშშ დოლარად გასხვისების მიზნით, საზღვარგარეთ გატანის მომზადებაში. აღსანიშნავია, რომ  აბრას „კახური ღვინოს” არასდროს ჰქონია მინიჭებული მსგავსი სტატუსი. შესაბამისად, მათ ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობდა. გარდა აღნიშნულისა, იმჟამინდელი გამოძიების მიერ კატეგორიულად ვერ იქნა დადგენილი, ხსენებული ნამუშევარი ნამდვილად მიეკუთვნებოდა  თუ არა  ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შუამდგომლობით მიემართა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის  მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.  სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და 2021 წლის 27 იანვარს ხუთივე მსჯავრდებულის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდგომ, ფერწერული ნამუშევარი „კახური ღვინო” დაუბრუნდება კანონიერ მესაკუთრეს.

გარდა ამისა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ  ე.წ ,,ყინწვისის” საქმეზე 12 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგინდა.  10 პირი სრულად იქნა გამართლებული, ხოლო 2 პირის მიმართ ნაწილობრივ  იქნა დადგენილი გამამართლებელი განაჩენი.

 აღსანიშნავია, რომ  გამამართლებელი განაჩენის დადგენას წინ უძღოდა დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მათი დაზარალებულად ცნობა, რომელზედაც გამოძიება ამ პირთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. აღნიშნული გადაწყვეტილება გახდა საფუძველი, რათა  დეპარტამენტის პროკურორებს მხარი დაეჭირათ შუამდგომლობისთვის გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ.

დეპარტამენტის მიერ, აღნიშნულ საქმეზე ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება იქნა ჩატარებული. დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულების უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები.

საქმის გამოძიების პროცესში დადგენილ იქნა, რომ 2011 წლის 26 მაისს, დილის 10:00 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქ. თბილისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს ,,ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობა უფლისა და სამშობლოსათვის” წევრები და მათი ახლობლები, ნიკოლოზ გოგუაძე, დავით შუკაკიძე, რამაზ ღვალაძე, ოლეგ კეშელავა, ჯემალ სურამელაშვილი, ბაქარ ჩიგოგიძე, მიხეილ ცილიკიშვილი, ზაზა გვიმრაძე, მახარე სისაური, დავით თუთარაშვილი, ჯემალ გუნდიშვილი და ირაკლი ჩარბაძე. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში აღიარებითი და განთქმითი ჩვენებების მიღების მიზნით დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მათ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

2011 წლის 28 მაისს, ზემოაღნიშნულ პირებს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც არის შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. ნიკოლოზ გოგუაძეს, ბაქარ ჩიგოგიძეს და მიხეილ ცილიკიშვილს აგრეთვე წარედგინათ ბრალდება სსკ-ის 236-ე მუხლით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ტარებისთვის.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით, ზემოაღნიშნული პირები ცნობილ იქნენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა.

 „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით, ნიკოლოზ გოგუაძე, დავით შუკაკიძე, რამაზ ღვალაძე, ოლეგ კეშელავა, ჯემალ სურამელაშვილი, ბაქარ ჩიგოგიძე, მიხეილ ცილიკიშვილი, ზაზა გვიმრაძე, მახარე სისაური, დავით თუთარაშვილი, ჯემალ გუნდიშვილი და ირაკლი ჩარბაძე აღიარებული იქნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად.

 ასევე აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის  გადაწყვეტილებით ნიკოლოზ გოგუაძის მიმართ დადგენილ იქნა კონვენციის მესამე მუხლის როგორც პროცედურული, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილის დარღვევა.

 თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისას დადგინდა, რომ ნიკოლოზ გოგუაძის, დავით შუკაკიძის, რამაზ ღვალაძის, ოლეგ კეშელავას, ჯემალ სურამელაშვილის, ბაქარ ჩიგოგიძის, მიხეილ ცილიკიშვილის, ზაზა გვიმრაძის, მახარე სისაურის, დავით თუთარაშვილის, ჯემალ გუნდიშვილის და ირაკლი ჩარბაძის მხრიდან მათთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად სასამართლომ სრულად გაიზიარა მხარეთა პოზიციები და ახლად გამოვლენილ გარემოებებზე დაყრდნობით  მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 87 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 82 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი,  მათგან 18 პირს  საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.

გარდა ამისა, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად 14 პირის მიმართ, რომელთაგან 12 ატარებდა პოლიტპატიმრის სტატუსს, დადგენილი იქნა უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტები და აღნიშნული პირები ცნობილი იქნენ დაზარალებულად. შესაბამისად, დეპარტამენტის პროკურორების მიერ მხარდაჭერილი იქნა შუამდგომლობები მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ.

დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად  იქნა ცნობილი 392 პირი, რომელთაგან 293 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 56 150 000  ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ ზვიად რატიანის საქმეზე

15:11; 16 თებერვალი, 2026
სამართალი

მოსწავლემ სკოლაში თვითდაზიანება მიიყენა

14:59; 16 თებერვალი, 2026
სამართალი

ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ

13:24; 16 თებერვალი, 2026
სამართალი

მამაკაცი კორპუსიდან გადმოვარდა და დაიღუპა

13:19; 16 თებერვალი, 2026
სამართალი

აჭარაში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:40; 16 თებერვალი, 2026

როგორია ეპიდვითარება გურიაში

როდის ჩატარდება სუპერთასი და დაიშვება თუ არა მაყურებელი

ყველა სიახლე

საზოგადოება

“აშშ-დან გაკეთებული შემოწირულობის გამო კომუნიკაციების კომისიამ “კავკასიას” მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო” – ჯანგირაშვილი

19:55; 16.02.2026
საზოგადოება

„შენი თავგანწირვით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით თუ, რა ფასად მოიპოვება თავისუფლება“

19:23; 16.02.2026
პოლიტიკა

სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობა იქნება საჭირო – ვის უნდა მიმართოთ

18:34; 16.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:46; 16.02.2026
საზოგადოება

ვის გადასცემს “ფორმულას” წილს კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი

17:25; 16.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:20; 16.02.2026
საზოგადოება

ხანძარს ქალი ემსხვერპლა

16:54; 16.02.2026
ფინანსები

თუ პროგრამირება გაინტერესებს, დარეგისტრირდი Code IT-ზე  – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

16:06; 16.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

15:35; 16.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ ზვიად რატიანის საქმეზე

15:11; 16.02.2026
სამართალი

მოსწავლემ სკოლაში თვითდაზიანება მიიყენა

14:59; 16.02.2026
საზოგადოება

“ერბო“, „ნადუღი“, „კარაქი” დაილუქა” – სად გამოავლინეს რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები

14:31; 16.02.2026
საზოგადოება

ხანძარი სკოლაში – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

14:22; 16.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ტერიტორიის 20%-ზე, ექსტრემალური ძალები კი – 100%-ზე, ვუპირისპირდებით

13:35; 16.02.2026
სამართალი

ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ

13:24; 16.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო