ნასაკირალის მცხოვრებლები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და როგორც თავად ამბობენ, გამართეს გამაფრთხილებელი აქცია. ისინი მოითხოვენ არ დაუშვან უბნის ბათილად ცნობა.“მოვითხოვთ ხელისუფლებისგან აღასრულონ ჩვენი კეთილი ნება, ნება, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ 12 ნოემბერს #59-ე საარჩევნო უბანზე. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მკაცრ ზომებს მივმართავთ”, _ აცხადებენ აქციის მონაწილეები.




































































