https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გამგები გაიგებს” _ გიორგი გველესიანი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

9:57; 23.07.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ფეხბურთელი გიორგი გველესიანი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

„მოგესალმებით, საბედნიეროდ სოციალურ ქსელ Facebook-ს ნაკლებად ვხმარობ. მეგობრები აფორიაქებული მირეკავენ, რაღაც სტატიებს მიგზავნიან, სადაც ჩემი ნათქვამი აზრიდან, ფრაზები დანაწევრებულია და კონტექსტს მოგლეჯილია. ასევე გამომიგზავნეს ქალბატონ ხატია დეკანოიძის სტატუსი და საქართველოს ქალთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ქალბატონ ნინო სუთიძის სტატუსი. პირველი მათგანი ბოროტებასა და “სექსიზმში”მადანაშაულებს. სამწუხაროდ, მოსმენილის გააზრების პრობლემაც სახეზეა.

მირჩევნია, არ გადავაბიჯო პატივისცემის და კორექტულობის საზღვრებს, თუმცა ქალბატონი ხატიასგან, ჩემი მისამართით ნათქვამი სიტყვა “ბოროტება” ცოტა კომიკურადაც ჟღერს. ჩვენ ორს შორის, მე არც ღვარძლის თესვით ვარ დაკავებული და არც მოსახლეობის ცნობიერების ძირ გამომთხრელ საქმეს ვეწევი. რაც შეეხება, ქალბატონ ნინო სუთიძეს, მან საჯაროდ მომმართა, ჩემი საერთო აზრისგან აიღო ფრაზა “ქალებს ნაკლებად გამოსდით” და ამაზე ააწყო დიდი სტატუსი. ჩვენ კოლეგები ვართ და ალბათ შეეძლო, ჯერ პირადად მოეწერა, მას ნამდვილად გულწრფელად მოვუსმენდი და გაუგებრობას აღმოვფხვრიდი. და თუ მაინც, ნაწყენი დარჩებოდა, შემდეგ “საჯარო სამსჯავროში(სივრცეში)” ჩივილი ბევრად მისაღები იქნებოდა.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი მთავარი მოტივაცია ამ ამბის რეზონანსულობა იყო და პრინციპში, სადღაც გასაგებია, რატომაც. გადავიდეთ მთავარ თემაზე, თუ რა ვთქვი მე და რა გახდა განხეთქილების მიზეზი. კითხვა დამისვეს, ისევ ვფიქრობ თუ არა, რომ ფეხბურთი ქალების საქმე არაა და უნდა თამაშობდნენ თუ არა…
მე არ მახსოვდა, რომ მსგავსი რამ, 10-12 წლის წინ მითქვამს, უნდა ვაღიარო, რომ ნამდვილად ბრიყვული მიდგომა და არა კოლეგიალური განცხადებაა, პატარა ასაკის მიუხედავად. განსხვავებით ქალბატონ ხატია დეკანოიძისგან, ვალდებული ვარ,ყველა ჩემს სიტყვაზე პასუხისმგებელი ვიყო. გავიდა წლები და დღეს დასმულ ამ კითხვაზე ვპასუხობ, რომ უნდა თამაშობდნენ, ვისაც სურვილი აქვს უნდა თამაშობდეს, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ეს მათი საქმე ნაკლებადაა(ეს არ ნიშნავს იმას რომ მათი საქმე არაა), ნაკლებად გამოსდით. რომ, საქართველოს ქალთა ნაკრების პროგრესით აღფრთოვანებული ვარ და თუ ასე გააგრძელებენ, არაა გამორიცხული, ეს აზრი მალე შემეცვალოს.

ანალოგიურად ვფიქრობ მკლავჭიდზეც, ძალოსნობაზე, კრივზე და ყველა იმ სპორტის სახეობებზე,სადაც ქალბატონებს დიდი ფიზიკური ტკივილი ადგებათ. იქ არ ყოფილა საუბარი და გარჩევა ამის გამომწვევ მიზეზებზე, თუ რა დაბრკოლებები აქვთ და ჰქონდათ გოგონებს ამ პროფესიის არჩევისას, თუ რა ბიოლოგიური განსხვავებები არსებობს და არსებობს თუ არა. ასევე, არ გვიმსჯელია იმაზე, თუ რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ გოგონებს 6 წლიდან ვავარჯიშებთ, იგივე დატვირთვებით, რასაც ბიჭი ფეხბურთელები გადიან კარიერის მანძილზე, ან რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ყველანაირი ფინანსური და მენტალური ხელშეწყობა ექნებოდათ, ან რა იქნება იმ შემთხვევაში თუ ფიფა სავალდებულო კვოტირებას შემოიტანს ფეხბურთში, გენდერული ნიშნით. არ გვიმსჯელია იმაზე, თუ რატომ დაჰყო გენდერის ნიშნით ფეხბურთი და არა მხოლოდ ფეხბურთი,თითქმის სპორტის ყველა სახეობა…ვერ ვიმსჯელებ, იმაზე რაც არ ვიცი.

ვფიქრობ, ყველა სპორტსმენი იმსახურებს პატივისცემას, განურჩევლად სქესისა. მე არავის შევხებივარ უპატივცემულოდ და მიწევს ვითმინო დაუმსახურებელი ლანძღვა, უბრალოდ იმიტომ ჩემი პირადი შეხედულება, არ ემთხვევა ხალხის გარკვეული ნაწილის აზრს, რომელიც პრინციპში ჩემი აზრი კი არა,ობიექტური რეალობაა…
არსებობს მრავალი პროფესია, სადაც პირიქით, ვფიქრობ დღეის მდგომარეობის ქალბატონები ლიდერობენ. მეტსაც გეტყვით, არის დარგები,რომლებშიც მე პირადად, გაცილებით მეტი სანდოობის შეგრძნება მაქვს ქალებთან მიმართებაში. რა შუაშია აქ სექსიზმი?! ვისაც რა უნდა ის აკეთოს. ჩემს სპორტში, ათასობით მამაკაცი ფეხბურთელი თამაშობს ჩემზე უკეთ, უფრო მაღალი დონის გუნდებში და უფრო დახვეწილ ფეხბურთს. შესაძლოა,ქალთა ფეხბურთშიც მოინახონ ისეთი ფეხბურთელები,რომლებიც უკეთ გაიქცევიან,უფრო მაღლაც ახტებიან და ჩემზე უკეთ მისცემენ პასს… და რა ვქნა,ვაღიარო სხვაობა, თუ შეურაწყოფილად ვიგრძნო თავი?! შეიძლება განზოგადებული ნათქვამის, ესე ბრიყვულად გაგება?!

ჩემს გაგებაში, ქალთან ყველაზე ახლო მდგომი ეპითეტი არის სინაზე, მაგრამ ფეხბურთისგან ყველაზე შორს მდგომ სიტყვადაც, სინაზე მახსენდება. თავად გოგონები მეზრდებიან, თუ მსგავსი სურვილი ექნებათ, მე ხელს ვერ შევუშლი, მაგრამ ძალიან დამენანებიან იმ ფიზიკური ტკივილისთვის, რაც ამ სპორტს მოაქვს და რაც მე პირადად გამომიცდია. თუმცა, მე ყველა ადამიანის აზრს პატივს ვცემ და მაქვს განსხვავებული აზრის მიმღებლობაც.

ზოგიერთმა “გამჭრიახმა”, ჩემი შეხედულება, ირანის გავლენას მიაწერა. სხვათა შორის, ცნობისთვის, ირანში თითქმის ყველა კლუბს ჰყავს, როგორც ვაჟთა ასაკობრივი, ასევე ქალთა საფეხბურთო გუნდები, რომელთა დაფინანსების ვალდებულება არსებობს და შეყვანილია კლუბის საერთო წლიურ ბიუჯეტში. და ბოლოს, თუ ვსაუბრობთ თანამედროვე თანასწორ გარემოს შექმნაზე, პირველ რიგში, სასწავლია წაკითხული/მოსმენილის გააზრება, შემდგომ განსხვავებული აზრის პატივისცემა და დისკუსიაში კორექტულად შესვლა. მადლობა!

პ.ს. კიდევ ერთი გადაცემა გავიდა იმედზე, სადაც ძველი თაობის ვეტერანებზე ვსაუბრობ, სიუჟეტი ისე დაკორექტირდა, რომ დავით ყიფიანი დაუმსახურებლად მოყვა კონტექსტში. იმის მიუხედავად, რომ არასდროს მქონია ბედნიერება გავცნობოდი მას, დავით ყიფიანი მაგ თაობის ნათელ წერტილად მიმაჩნია, როგორც საფეხბურთო, ისე სამწვრთნელო ასპარეზზე, ვიცი, რომ ჰქონდა დიდი სამწვრთნელო პოტენციალიც, სამწუხაროდ არ დასცალდა. ამ გადაცემის ჩაწერაზეც, რომელიც ვერ მოხვდა საბოლოო ვერსიაში, შეგნებულად მხოლოდ მისი სახელი გამოვყავი, რათა არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა. სხვებს რაც შეეხება, გამგები გაიგებს და ვისაც ეკუთვნის, ის ხალხი თავად მიხვდება, დრო ყველაფერს შეაფასებს. ვწუხვარ,რომ მიწევს იმის ახსნა, რისი ახსნაც წესით არ უნდა მიწევდეს. რომ აღარ მოხდეს კონტექსტის დამახინჯება, ამ წერილს უცვლელად GeoTeam თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებს. ვიმედოვნებ, მედიის მხრიდან, ჩემზე ინტერესი ამით დასრულდება და მომეცემა საშუალება მშვიდად ვაკეთო ჩემი საქმე“, – ნათქვამია გიორგი გველესიანის წერილში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გველესიანის Geo Team-თან ჩაწერილმა ვიდეომ, სადაც ქართველი მცველი გულშემატკივრების შეკითხვებს პასუხობს, გულშემატკივარს შორის დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კერძოდ, საკითხზე, სადაც ის ქალთა ფეხბურთზე საუბრობდა.

გაზიარება69Tweet43Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები  თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

00:29; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

დაკვამლიანება მეტროში – მატარებელი ხაზიდან მოხსნეს

22:53; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

“თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ”_ ჭანჭათის სკოლა

22:49; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხანძრის დროს სახლი დაიწვა

22:34; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

“იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა”- რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე

20:47; 20 იანვარი, 2026

ეს არჩევნები ფაქტობრივად რეფერენდუმია ომსა და მშვიდობას შორის - ნინო წილოსანი

დარღვევები ხორცის და სურსათის რეალიზაციის სექტორში

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები  თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

0:29; 21.01.2026
საზოგადოება

დაკვამლიანება მეტროში – მატარებელი ხაზიდან მოხსნეს

22:53; 20.01.2026
საზოგადოება

“თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ”_ ჭანჭათის სკოლა

22:49; 20.01.2026
პოლიტიკა

დაუთი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე

22:44; 20.01.2026
საზოგადოება

ხანძრის დროს სახლი დაიწვა

22:34; 20.01.2026
საზოგადოება

“იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა”- რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე

20:47; 20.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20.01.2026
პოლიტიკა

“საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება”- მერია მძღოლებს აფრთხილებს

17:26; 20.01.2026
პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:34; 20.01.2026
პოლიტიკა

შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

16:25; 20.01.2026
საზოგადოება

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

16:18; 20.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

15:53; 20.01.2026
ფინანსები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

15:48; 20.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო