ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი ინფორმაციით სოფელში გზებია დატბორილი და მოძრაობა პარალიზებულია:
_ ყველა სანიღვრე არხი გაჭედილია. გზებზე მდინარეები მოდის და გადაადგილება შეუძლებელია. ძალიან გთხოვთ, მიაწვდინეთ ხელისუფლებას ხმა, _ გვითხრეს გორებერეჟოულელებმა.
გამგებლის წარმომადგენელი გურამ ტყეშელიაძე ამბობს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ:
_ ძლიერი წვიმა და ქარია. პრაქტიკულად ყველა გზა დატბორილია. სანიაღვრე არხებმა ვერ შეძლეს წყლის გატარება. რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ. გუშინ, მთელი დღე, მოსახლეობასთნ ერთად ვიყავი. ვიცი, რომ პრობლემაა, მაგრამ მე რა ვქნა შიშველი ხელებით _ ქოლგას ხომ ვერ გადავაფარებ სტიქიას?!, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ტყეშელიაძემ.