დახმარებას ითხოვენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში. ადგილობრივების თქმით დატბორილია სახლები, გზები, საკარმიდამო ნაკვეთები.
_ იქნებ ტექნიკა გამოუშვან და არხები მაინც გაწმინდონ, რომ გზაზე გადაადგილება მაინც გახდეს შესაძლებელი, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას ამაღლებაში.
გამგებლის წარმომადგენელი ამაღლების თემში ვიტალი დოლიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამინდის ჩადგომას ელოდება:
“დავდივარ სოფელში და არის რაღაცეები, მაგრამ ამისთანაში რა უნდა ვუქნა, ცოტა თუ არ დაწყნარდა ამინდი”, _ ამბობს დოლიძე.
_ ბატონო ვიტალი, ამინდის გამოსვლამდე რა ქნან ადამაინებმა, რომლებიც გადაადგილებას ვერ ახერხებენ?
_ სურათებს ვერ ვიღებ ისეთი ამინიდა.
_ სურათების გადაღება გამოსავალია?
_ დავდივარ სოფელში, მაგრამ ჯერ ვერ ვასურათებ (?!) _ დაგვიკონკრეტა დოლიძემ.