ევროპული საქართველოს გამგებლობის კანდიდატი ამირან გიგინეიშვილი ლანჩხუთში ფეისბუქის საკუთარ ინფორმაციას ავრცელებს, რომ მის სიძეზე, გელა ზოიძეზე, რომელიც ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელია, ზეწოლა მიმდინარეობს და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.
როგორც გიგინეიშვილი ამბობს, ამის მიზეზი ისაა, რომ თავად გამგებლის კანდიდატად ოპოზიციური პარტიიდანაა წარდგენილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ მუნიციპალიტეტის პირველ პირს ზაზა ურუშაძეს, რომელმაც გიგინეიშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.
“ტყუილია, საერთოდ ახლოს არ არის სიმართლესთან. მე და ამირანი დიდი ხნის მეგობრები ვართ და შეეძლო, ეს პირადად ჩემთვის ეკითხა. სამსახურიდან უმიზეზოდ არავის გავუშვებ”, _ ამბობს ურუშაძე.