2017 წლის 13 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით, დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება სახალხო დღესასწაული.
„დვაბზუობა 2017“. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „დვაბზუობა 2017“ ქარული ესტრადის ვარსკვლავების: ანრი ჯოხაძის, სალომე ბაკურაძის, ნოდიკო ტატიშვილის, სოფო ბედიასა და ქსენია აბულაძის კონცერტით დასრულდება.
იქიდან გამომდინარე, რომ ქსენია აბულაძე არცერთ სოციალურ ქსელში არ იძებნება და მისი სიმღერაც ყველასთვის უცნობია “გურია ნიუსი” დაინტერესდა, როგორ მოხვდა ის ქართელი ვარსკვლავების ჩამონათვალში.
“მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერალია, რომელიც ჩამოდის სტუმრის სტატუსით და საკუთარი სურვილით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იმღერებს. არის მოწვეული ვარსკვლავების მეგობარი” _ განმარტავს გამგეობის პრესსამსახურის უფროსი ეკატერინე მგელაძე.
მიუხედავად იმისა, რომ აბულაძის ნამღერი სოციალურ ქსელში არ დევს, ჩვენ მისი სიმღერის ვიდეო მოვიპოვეთ.