ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძესთან დუბაიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გახდა, აცხადებს, რომ საქართველოს პირადობა და პასპორტი გაუუქმდა.
„აღსრულდა ნება ერის დიადი საქართველოსი !!! გამიუქმდა საქართველოს პირადობა და პასპორტი ! გასაჩივრებული მაქვს სასამართლოში, მაგრამ დრო თუ არ გაწელეს და თან არ გაწამეს ქართველობას ხომ ვერ შეინარჩუნებენ“, – აცხადებს ლაშა გაბიტაშვილი.
მანამდე ლაშა გაბიტაშვილმა განაცხადა, რომ მეუღლისგან ისრაელის მოქალაქეობა მიიღო, რის შემდეგაც ისუტიციის სამინისტროში შეიტანა განაცხადი, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ ჩამორთმეოდა, რაზეც უარი მიიღო.
წყარო: ბათუმელები