იუსტიციის მინისტრი ზაზა სარალიძეს პასუხობს. მისი თქმით, სარალიძის განცხადება, რომ „ქუჩაში შეხვდეს“ შოთაძეს, მისთვის მიუღებელია, რადგან საქმე მოზარდების მკვლელობას ეხება.
„დღეს ყველამ გავიგონეთ ბატონი ზაზა სარალიძის მოწოდება, რომ ყველანი დადექით ჩემს გვერდითო.
მინდა მას პირველად ვუპასუხო: ბატონო, ზაზა, მეც, შოთაძეც და ყველანი ვდგავართ თქვენს გვერდით. შესაბამისად, გამოდი, შემხვდი ქუჩაში და აქ გამოვიძიოთ ქუჩაში საქმე… ეს არის საქმე რომელიც არის მკვლელობის საქმე, ბავშვთა მკვლელობის საქმე, ამიტომ ასეთი საქმის ქუჩაში გამოძიება არ ხდება“,-განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, გამოძიებამ იხელმძღვანელა იმ არგუმენტებით, რაც მან მოიპოვა მოწმეების ჩვენებების სახით და ის ვერ იგონებს არგუმენტებს.