გამოდით 7 საათზე ოზურგეთში იუსტიციის სახლთან _ ოზურგეთში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები რეგიონის განვითარებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდა. მოსამართლემ ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა _ მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, მოსამართლემ ბრალდებულები გაამართლა.
„შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი. სისტემა დამეჯახა მე, ამ სისტემას მე ქართველი ხალხის გვერდით დგომით დავაგნგრევ. ყველა შვილმოკლულ მშობელს მოვუწოდებ, შემომიერთდით. გთხოვთ, მთელ საქართველოს გემუდარებით, დამიდექით გვერდით! შოთაძის სისტემა უნდა მოისპოს. ჩემი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები,“ – თქვა ზაზა სარალიძემ.