ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქარძე პარტიის ლიდერებთან ერთად მხარდამჭერებს რუსთავში შეხვდა.
ადგილობრივებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის პრობლემებს. რუსთავში ყველაზე მტკინვეულ პრობლემად ითვლება უმუშევრობა და გაჩერებული საწარმოების საკითხი.
მხარდამჭერებთან შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ კონკრეტულად ისაუბრა პროგრამულ პრიორიტეტებზე _ დაცულობა და ინვესტიციები, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება, ქართველი სტუდენტების დაფინანსება უცხოეთში, პენსიის მომატება.
„რუსთავი არის მაგალითი, როგორ ჭირდება საქართველოს ინვესტიციები და რამდენი რამე შეუძლია შეცვალოს ხალხისთვის ინვესტიციას, რუსთავი არის მაგალითი, როგორ ჭირდება დღეს ქვეყანას ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს სამუშაო ადგილების შექმნაზე, ადამიანების დასაქმებაზე და ქვეყანაში ინვესტორების შემოყვანაზე.
ამიტომ, რუსთავი არის მაგალითი იმის, რომ უნდა აუცილებლად გამოიყენოს ჩვენმა ხალხმა ეს არჩევნები იმისთვის, რომ აირჩიოს პრეზიდენტი, რომელიც არ იჯდება კაბინეტში და რომელიც მთელ თავის გავლენას, რესურსს და კონტაქტებს გამოიყყენებს ქვეყანაში ინვესტორების შემოსაყვანად, სამუსაო ადგილის შესაქმნელად, ადამიანების დასახმარებლად და იმისთვის რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი და საიმედო.“_ განაცხადა დავით ბაქრაძემ.