საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანის ახალი რეგულაციები 2025 წლიდან ამოქმედდება.
გამოიწვევს თუ არა 2 ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლა მგზავრობის ფასის გაძვირებას,_ ამის შესახებ ავტოსადგურ “დიდუბის” დირექტორის “კომერსანტი” ესაუბრა.
,,ამ ეტაპზე ჩვენ არ ვგეგმავთ საფასურის გაზრდას, თუმცა მინდა აღვნიშნო, საწვავის ფასის მკვეთრად ზრდის შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს ფასების გაძვირება. ჩვენ, ავტოსადგური მომსახურებას ვუწევთ მგზავრთგადაყვანას. ფასს ჩვენ არ ვაწესებთ. ფასს აწესებს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომელიც ასრულებს ყოველდღიურად რეისს ჩვენგან დასავლეთის მიმართულებით. მაგრამ ფასის დაწესება ხდება ჩვენთან შეთანხმებით. ჩვენ ვერ დავუშვებთ და არ დავუშვებთ არსებული მკაცრი კონკურენციის ფარგლებში არა გამართლებულად, თვითნებურად ფასების ზრდას, იმიტომ რომ არის კონკურენცია. ჩვენს გვერდით არის ავტოსადგური ,,ოკრიბა”, ასევე გლდანშია ავტოსადგური, არის სხვა ავტოსადგურებიც, რომლებიც კონკურენციის ფარგლებში მუშაობენ ჩვენთან ერთად. ჩვენს ინტერესებში არ შედის მგზავრობის ღირებულების გაზრდა, რამე თუ ფაქტობრივად დასავლეთის მიმართულებაზე, საითაც ჩვენ მანქანებს ვუშვებთ, დაახლოებით ერთი და იგივე ფასია. ახლა ფასების მერყეობა არ იმოქმედებს დადებითად ავტოსადგურის არც იმიჯზე და არც მის მომავალ პერსპექტივაზე.”– აცხადებს ავტოსადგურ ,,დიდუბის” დირექტორი ნესტორ მიქატაძე “კომერსანტთან”.
წყარო: კომერსანტი