„გურია ნიუსის“ სტატიას, სადაც საუბარი იყო, ჭანიეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახის მცირეწლოვან ბავშვებზე, რომლებიც უსაჩუქროდ დარჩნენ, არაერთი კეთილი ადამიანი გამოეხმაურა.
წარმოშობით ბახველმა, კახაბერ მანჯგლაძემ მათ ფულადი საჩუქარი გადასცა. ასევე უცხო პირებმა გადასცეს ბავშვებს საჩუქრები და ფულადი თანხა. რომლებმაც საკუთარი ვინაობა არ დაასახელეს.
_გავიგეთ, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოგვეხმაურა, წამოშობით ბახველი, კახაბერ მანჯგალაძეა. ასევე გვსურს, სხვების გვარ-სახელიც გავიგოთ. ყველა წინააღმდეგი იყო, მათი ვინაობა დამესახელებინა. უსაზღვრო მადლობა, თქვენ, კეთილო ადამიანებო! ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, ამ საკალანდოდ, ჩემი პატარა შვილების ასე გახარებისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი „გურია ნიუსს“, რომელიც დიდი ხანია, გვერდით გვიდგას“, – თქვა ბავშვების დედამ ხათუნა ცინარიძემ.
„გურია ნიუსი“ მადლობას უხდის ბატონ კახაბერ მანჯგალაძეს, ასევე ყველას, ვინც ბავშვებს სადღესასწაულოდ სიყვარული და სიხარული აგრძნობინა.
[sexy_author_bio]
ამავე თემაზე:
“ყველა მანქანის გავლაზე, ჭიშკრისკენ გარბოდნენ” _ ამ სახლში პატარები თოვლის ბაბუას ელოდნენ