„გურია ნიუსში“ სტატიის _ „ოზურგეთის ბაზრიდან დაავადებული ძაღლის გაყვანას კატეგორიულად ითხოვენ”, გამოქვეყნების შემდეგ, ძაღლი ცხოველთა პოპულაციის ცენტრში გადაიყვანეს.
ცენტრის ხელმძღვანელის ქრისტი ორაგველიძის თქმით, მიუსაფარი ძაღლის მკურნალობა ცენტრში მიყვანისთანავე დაიწყო.
ინფორმაციისთვის, ორი დღის წინ „გურია ნიუსმა“ გამოაქვეყნა სტატია სადაც აღნიშნული იყო, რომ ოზურგეთის ბაზარში დაავადებული ძაღლი დადის.
როგორც აქ დასაქმებულმა ადამიანებმა გვითხრეს, საქმე იმდენად სერიოზულადაა, შესაძლოა, ამ ცხოველმა ნებისმიერი თანამშრომლის დაავადებაც გამოიწვიოს.
ავტორი