დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე “ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის” დღესთან დაკავშირებით წერს. დეკანოზს მიუღებლად მიაჩნია ოჯახის სიწმინდისთვის კონკრეტული დღის დაწესება, რადგან, როგორც კონსტანტინე პაიჭაძე წერს, “იგი ქრისტიანისთვის ჯვრის წერის საიდუმლოს შესრულებიდან იწყება”.
“შეიძლება, დავაწესოთ ქრისტიანობის დღე? მაგალითად ასე _ 32 თებერვალი ქრისტეანების დღეა. ალბათ, არ იქნება მოსაწონი და მისაღები არცერთი ქრისტეანისთვის, რადგან ქრისტეანობა მარტო სტატუსი კი არაა, არამედ ცხოვრების წესია, მარადიული და იგი მიწიერი ცხოვრების დროში ქრისტეანად მოუკლებლად მყოფობას ნიშნავს.
ასეთივე მგონია ოჯახის სიწმინდის დღე და იგი ქრისტიანისთვის ჯვრის წერის საიდუმლოს შესრულებიდან იწყება და მანამ უნდა ვიცავდეთ ვიდრე სული ხორცში მყოფობს.
p.s. გამოხტომების მსურველთათვის. არ ვაპროტესტებ, არც გამორჩეულად ვდღესასწაულობ”, _ წერს დეკანოზი”.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკვე ექვსი წელია, 17 მაისს აღინიშნება ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე.