NDI–კვლევის თანახმად, საქართველოში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას 47% ემხრობა
დღეს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, კითხვაზე – როგორ ფიქრობთ უნდა შევინარჩუნოთ თუ არა პარლამენტში მაჟორიტარი კანდიდატები ?
47%-მა უპასუხა – დიახ, 28%-მა კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა, ხოლო 24%-მა განაცხადა, რომ არ იცის.
NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი დღეს გახდა ცნობილი. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა შედეგები სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა.
საზოგადოებრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს პრინციპით, აპრილში ჩატარდა და მასში საქართველოს მასშტაბით 2 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.