ოთარ ჭეფხოძე, ოზურგეთი:

_ დამამახსოვრდა კეთილმოწყობილი ოზურგეთით.
თინათინ ცენტერაძე, ოზურგეთი:

_ ფაროსანა დამამახსოვრდა მწარედ.
მაია მგელაძე, ოზურგეთი:

_ ბევრი კარგი დამამახსოვრდა, გაჭირვებები კი ცუდად.
ხათუნა ცელაძე, ოზურგეთი:

_ მეუღლე უცხოეთში წავიდა და სევდიანად მახსოვს.
რეზო ტუღუში, ოზურგეთი:

_ პრობლემებით მტოვებს _ შვილი მყავს ავად.
კოსტა ლიპარტელიანი, ოზურგეთი:

_ უმუშევრობა იყო და მომდევნო წელი გამოასწორებს?
თემურ ოქროპირიძე, ოზურგეთი:

_ სოციალური პრობლემებია თავსაყრელად.
რომან ჟღენტი, ოზურგეთი:

_ ახალ 2017 წელს ერთი კანფეტი არ მიიტანეს უფასო სასადილოში.
ხათუნა წიტაიშვილი, ოზურგეთი:

_ სამსახური არ არის _ ცუდად მამახსოვრდება ამ მხრივ.
გიორგი ხოხლენკო, ოზურგეთი:

_ 50/50 -ზე _ ასეთი იყო ეს წელი, ცუდის და კარგის მხრივ.
მიხეილ სიხარულიძე, ოზურგეთი:

_ ყველა წელი უმუშევრობით გვამახსოვრდება.
ირინე პიატიკოვსკი, ოზურგეთი:

_ ექვსი შვილის დედა ვარ, უმუშევარი, ახალგაზრდა. ცუდი წელია ჩემთვის ამ მხრივ.
თემურ გორდელაძე, ოზურგეთი:

_ ეს წელიც ვერ გამოდგა დამსაქმებელი.
ვასო ქათამაძე, ოზურგეთი:

_ ბანკის ვალებით დამამახსოვრდება ეს წელი და უმუშევრობით.
ეთერ ყავრელიშვილი, ოზურგეთი:

_ დასამახსოვრებელი მაინც უმუშევრობაა.
მარინა კახიძე, ლანჩხუთი:

_ ცუდად. შემოსავალი არაფერი არ არის სოფლად. მოსავლის გარეშე დავრჩით ამ ფაროსანას გამო. აშენების და დამშვენების დაპირება ბევრი იყო ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ არაფერი არ შესრულებულა.
საბა ჯორბენაძე, ლანჩხუთი:

_ კარგად როგორ უნდა შევაფასო, როცა წინსვლა და უკეთესობა არ აქვს მოსახლეობას?! მე ავღანეთის ომის ვეტერანი ვარ და არავითარი ყურადღება არ მაქვს არავისგან.
გოგი ჩიქოვანი, ლანჩხუთი:

_ ძალიან ჩვეულებრივი წელი იყო.
დავით კვაჭაძე, ლანჩხუთი:

_ რა უნდა ვთქვა, გარდა იმისა, რომ ფაროსანამ გაგვანადგურა?!
რევაზ სიხარულიძე, ჩოხატაური:

_ არ ვიცი.
გელა კალანდარიშვილი, ჩოხატაური:

_ ეკონომიკურად უკან და უკან მივდივართ.
ბიძინა ოსეფაიშვილი, ჩოხატაური:

_ როგორ უნდა შევაფასო? უკან და უკან მიდის ყველაფერი. 18 ლარის გამო მთელი დღე რიგში დგას ხალხი.
კუკური უნგიაძე, ჩოხატაური:

_ კარგად არა. ბევრ რამეს გვპირდებიან და ნახევარიც არ კეთდება.


































































